in

როგორ გამოვიყენოთ AI ეთიკურად? — 4 გზა

ხელოვნური ინტელექტი სწრაფი ტემპით მიიწევს წინ და ამ პროცესში ერთი მთავარი კითხვა იჩენს თავს — როგორ გამოვიყენოთ AI ეთიკურად? უნდა აღინიშნოს, რომ ეს უბრალო ტექნოლოგიური ტრენდი არ გახლავთ, ზუსტად ისევე აქვს საზოგადოებაზე ზემოქმედების პოტენციალი, როგორც ეს თავის დროზე ჟურნალ-გაზეთებმა და ინტერნეტმა გააკეთა… ახლა კი მოდით, კითხვას ვუპასუხოთ:

1. გაუმკლავდით მონაცემთა მიკერძოებებს

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეთიკური გამოწვევაა. როცა AI არასრულყოფილი მონაცემებით იწვრთნება, შედეგებიც ნაკლებად სამართლიანი და ხშირად საზიანოა, ოღონდ ეს მხოლოდ ტექნოლოგიურ ნაწილს კი არა, ადამიანებსაც ეხება. გამოსავალი კი სწორედ ამ მიკერძოებებთან გამკლავებაა. ეცადეთ, მონაცემებში არასაკმარისად წარმოდგენილი ჯგუფები შეიყვანოთ, მრავალფეროვანი რასით, გენდერით, სოციოეკონომიკური სტატუსით, გეოგრაფიითა თუ შესაძლებლობებით. დარწმუნდით, რომ თქვენი მონაცემები საზოგადოების სრულ სპექტრს ასახავს, რადგან ასე მეტად სამართლიანი AI სისტემის შექმნას მოახერხებთ. 

2. ისარგებლეთ უკუკავშირით

AI-საც სჭირდება მუდმივი განვითარება, რაც რეალური ინტერაქციებითა და მომხმარებელთა გამოცდილებებით სწავლას მოიაზრებს. ამ კუთხით კი უკუკავშირი დიდ მნიშვნელობას იძენს. ამგვარად, სისტემების შექმნით, რომლებსაც შეცდომებისგან სწავლა შეეძლება, ეთიკურ პრობლემებს მინიმუმამდე დაიყვანთ.

3. იყავით გამჭვირვალე და არც განმარტება დაგავიწყდეთ

გამჭვირვალობა უზრუნველყოფს იმას, რომ AI სისტემის მუშაობა ღია იყოს, ხოლო თუ ამას განმარტებებსაც დაურთავთ, იგი ყველასთვის გასაგებიც გახდება. კომპლექსურ მოდელებში, რომლებიც მილიარდობით პარამეტრს აერთიანებს, სრული გამჭვირვალობაც კი არაა საკმარისი იმის გასაგებად, თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები. სწორედ ამგვარ სიტუაციებში ხდება განმარტება საჭირო. ნდობისთვის კი ამას გამჭვირვალობაც უნდა დაუმატოთ. თანაც ასე მეტად ზუსტი და პასუხისმგებლიანი მოდელის შექმნას შეძლებთ. 

4. დანერგეთ ინკლუზიური კულტურა

უნდა ითქვას, რომ მხოლოდ მრავალფეროვანი მონაცემები საკმარისი არ არის, აქ მრავალფეროვანი ხმებიც გჭირდებათ, რაც რასას, გენდერს, წარმომავლობასა და დისციპლინას მოიაზრებს, რათა თქვენი სისტემა ყველა მომხმარებლისთვის იყოს და არა, პრივილეგირებული სუბიექტებისთვის. ეს ბევრად სცილდება ზედაპირულ ინკლუზიურობას — იმგვარი გარემოს შექმნას მოიაზრებს, სადაც მრავალფეროვან ხედვას აფასებენ და ითვალისწინებენ კიდეც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ასე კი ეთიკური პრობლემების თავიდან აცილებაც მარტივად შესაძლებელი ხდება. 

დაბოლოს, ეთიკური AI სულაც არ გულისხმობს რაღაც გაწერილ წესებს ან რეგულაციებს, პასუხისმგებლობიანი და ერთიანი კულტურის ჩამოყალიბებას ეხება ხელოვნური ინტელექტის განვითარების ყოველ ეტაპზე. ამ ღირებულებების AI სტრატეგიაში ჩართვით კი, მხოლოდ თქვენს ბიზნესს კი არ დაიცავთ ეთიკური გადაცდომებისგან, არამედ სამყაროს უკეთეს ადგილადაც აქცევთ…

HR მენეჯმენტისა და რეკრუტინგის პრაქტიკის კურსზე მიღება დაიწყო | სმარტ აკადემია

სმარტ აკადემიის პროექტი: მოქმედების პოდკასტი დაიწყო!