in

როგორ იყენებენ სააგენტოები AI-ის დამკვეთებისთვის ინოვაციის შესათავაზებლად

სააგენტოები ცდილობენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას. ისინი მონაცემები უფრო მეტად ამახვილებენ ყურადღებას. შესაბამისად, მარკეტინგი და საინფორმაციო ტექნოლოგიები უფრო მეტად დაუახლოვდა ერთმანეთს. პლატფორმა Lytics-ის მიერ გამოკითხული მარკეტინგისა და IT ხელმძღვანალების 81%-მა აღნიშნა, რომ მათი ორი დეპარტამენტი უფრო მეტად გაერთიანდება მომაველი წლების განმავლობაში. ხოლო, მარკეტერების 66% საქმიანობაში AI-ის ინტეგრირებას გეგმავს.

ექსპერტების თქმით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აქტიურად იზრდება. მონაცემების სარეკლამო მიზნებისთვის გამოყენება კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდა. AI-ის შეუძლია პროცესების ავტომატიზაციაში შეუძლია. ის სააგენტოებს რეკლამის ხარჯვის ოპტიმიზაციაში დაეხმარება.

სააგენტოების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოცდის ერთ-ერთი მთავარი გზა შემოქმედებითი პროცესია. მონაცემთა გამოყენება კონტენტის გასაძლიერებლად. ამ შეხედულებებით, AI გენერატორებს შეუძლიათ შექმნან შესაბამისი კონტენტი რამდენიმე წუთში.

კრეატიულ საკონსულტაციო კომპანიაში Codelab303, დამკვეთების სურვილების კვლევა პირველი ნაბიჯია იმის გაგებაში, თუ როგორ გამოიყენოთ AI ორგანიზაციისთვის. გარდა ავტომატიზაციის გამოყენებისა, AI ინსტრუმენტებს წერის, მუსიკის და სხვა ვიზუალის შესაქმნელად იყენებენ.

ანალოგიურად, TBWA იყენებს AI კონტენტ გენერატორებს, რათა asset-ები შექმნას ისეთი დამკვეთებისთვის, როგორებიცაა Nissan და Corona. AI აღქმულია, როგორც მიმდინარე „შემოქმედებითი რევოლუციის“ ნაწილი, რომელსაც შეუძლია შთააგონოს გუნდები და დამკვეთები სხვაგვარად ფიქრისკენ.

ბევრი ორგანიზაცია ამ ტექნოლოგიას კონტენტის მოდერაციისთვის ან პლატფორმაზე დამაზიანებელი საუბრების იდენტიფიცირებისთვის იყენებს. მაგალითად, Tyson-მა და Mindshare-მა პარტნიორობა გაუწიეს დაზვერვის სტარტაპ socialcontext.ai-ს, Impact Index-ის შესაქმნელად. ამ ინსტრუმენტის გამოყენებით, ორგანიზაცია ზომავს მისი სარედაქციო შინაარსის სოციალურ გავლენას ფერადკანიან საზოგადოებაში.

ტექნოლოგიურ გაუმჯობესებასთან ერთად, ზოგიერთი სააგენტო ამ მიდგომას დამკვეთისთვის ხელმძღვანელობის დონეზე უფრო ფართო საკომუნიკაციო სტრატეგიის შესაქმნელად იყენებს. მაგალითად, Boathouse Group-ის ახალი შეთავაზება ორიენტირებულია ქცევასა და მომხმარებელთა ჩართულობაზე. ის მიზნად ისახავს დამკვეთების ჩართულობის წარმართვას და მედია არხებში ურთიერთობების გაღრმავებას მომხმარებლებთან.

ზოგიერთი სპეციალისტის თქმით, AI-ზე დაფუძნებულმა ინსტრუმენტებმა შეიძლება გამოიწვიოს უფრო დიდი ცვლილებები ორგანიზაციებში, ტრენინგისა და მენეჯმენტის ნაწილში. თუკი არსებობს უკმაყოფილება კომპანიის მიმართ, სააგენტოს შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს თანამშრომელთა მომსახურების გადამზადების შესახებ. მონაცემების გამოყენება რთული სიტუაციებისთვის კარგად შეიძლება. ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აისახება კომპანიის შიდა თუ გარე აღქმაზე.

 

წყარო: digiday

ავტომობილები ყველაზე განსხვავებული და ორიგინალური ინტერიერით

როგორ იყენებენ ქცევის მეცნიერებას მარკეტინგში?