11
Feb
2019

მაღაზია გამყიდველის გარეშე

11 Feb 2019

ტაილანდში, მობილურმა ოპერატორმა AIS პერსონალის გარეშე პირველი მაღაზია გახსნა. აქ რობოტი „ლიზა“ მუშაობს, რომელიც ხელოვნური ინტელექტით იმართება და მომხმარებელს ზოგად ინფორმაციას აწვდის.

როგორც AIS-ის  წარმომადგენლები ამბობენ, ეს ინიციატივა, მაღაზიის ყოველდღიურ ხარჯს 30-40%-ით შეამცირებს, არ იქნება რიგი და მყიდველს არც ნაღდი ფული დასჭირდება.

გამოცემა Bangkok Post-ის ინფორმაციით, ახალი მაღაზიის გასახსნელად, კომპანიამ, დაახლოებით, $640 ათასი დახარჯა.

აღსანიშნავია, რომ დღეს, AIS, ქვეყნის მასშტაბით, 161 სავაჭრო ობიექტს ფლობს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, კომპანია, ხელოვნური ინტელექტის მომსახურების დანერგვას სხვა მაღაზიებშიც გეგმავს.

 

განხილვა