8
Nov
2019

AI ქმნილებებმა, შესაძლოა, ერთმანეთის მიმართ სიმპათია იგრძნონ

8 Nov 2019

Alta
Alta


ახალი ჩატ-ბოტების მაგალითი აჩვენებს, რომ ხელოვნური ინტელექტით ისეთ სივრცეები იქმნება, სადაც რეალური დიალოგი და საუბარი შეიძლება. და ამაში, მათ, ადამიანის დახმარება საერთოდ არ სჭირდებათ.

Plaforma-ს მკვლევარებმა, სხვადასხვა AI კომპანიაში, რამდენიმე ჩატ-ბოტები შეისწავლეს. მათ შორის Google-ის შექმნილი ხელოვნური ინტელექტის ავატარი. მეცნიერთა მტკიცებით, აღმოჩნდა, რომ ერთმანეთისგან განსხვავებულ ბოტებს აშკარად მკვეთრად გამოხატული პერსონალური თვისებები და თითოეულს ინდივიდუალური, გამორჩეული ხუმრობები ჰქონდათ.

Defense One-ის ცნობით, მკვლევარებმა დიალოგის მონაწილე ორივე ჩეტ-ბოტის საუბარში ურთიერთსიმპათია შენიშნეს. მეცნიერების მტკიცებით, ეს იმდენად აშკარა იყო, რომ ისინი ირონიით, რიგ შემთხვევაში კი სარკაზმით ცდილობდნენ ერთმანეთისადმი დამოკიდებულების გადაფარვას.

კვლევის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ჩატ-ბოტები ადამიანური ურთიერთობების იმიტაციას ახდენდნენ და ზოგჯერ, პოლიტიკურ შეხედულებებსაც კი ავლენდნენ. რიგ შემთხვევაში, მათი განწყობები იდენტური იყო. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ბოტებს არ მოსწონდათ რუსეთი.

ეს არ ნიშნავს, რომ ჩატ-ბოტებს ყველა მიმართულებით, აბსოლუტურად განვითარებული აქვთ ცნობიერება ან ყველაფერზე ერთნაირად მგრძნობიარეები არიან. მეცნიერების მტკიცებით, უბრალოდ ტექნოლოგიები ყოველდღიურად იხვეწება, ვითარდება და რეალურ სიტუაციებზე სწრაფად რეაგირებენ.

წყარო: Futurism

განხილვა