in

AIESEC და “მასპინძლობის პროგრამა”

საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია AIESEC საქართველოში ახალ პროექტს იწყებს სახელწოდებით “მასპინძლობის პროგრამა”, მარკეტერი ამ თემაზე ორგანიზაციის ვიცე პრეზიდენტს თორნიკე გაბიცინაშვილს ესაუბრა.

blue_on_white_short

მოგესალმებით თორნიკე სანამ თქვენს ახალ პროექტზე ვისაუბრებთ მოგვიყევით თქვენი ორგანიზაციის შესახებ?

მოგესალმებით, AIESEC (აისეკი) მსოფლიოში ყველაზე დიდი ახალგაზრდული ორგანიზაცია, 1948 წლიდან წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას ახალაგაზრდებისათვის, რომელიც ეხმარება მათ აღმოაჩინონ და განავითარონ საკუთარი პოტენციალი, რათა იქონიონ დადებითი გავლენა საზოგადოებაზე. AIESEC არის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა ან ახალკურსდამთავრებულთა მიერ მართული გლობალური, არაპოლიტიკური, დამოუკიდებელი და არაკომერციული სტუდენტური ორგანიზაცია. AIESEC -ის წევრები დაინტერესებულნი არიან საერთაშორისო საკითხებით, ლიდერობითა და მენეჯმენტით. 

გაცვლითი პროგრამა არის ყველაზე ინტენსიური სასწავლო გამოცდილება, რომელსაც ჩვენ სტუდენტებს სტაჟირების სახით ვთავაზობთ და რომელიც აკავშირებს ქვეყნებს ერთმანეთთან აისეკის გლობალურ ქსელში. ყოველ წელს ჩვენს 20,000-ზე მეტ წევრს საზღვარგარეთ ცხოვრებისა და მენეჯმენტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, განათლების ან განვითარების სფეროებში მუშაობის შესაძლებლობით ვუზრუნველყოფთ მსოფლიო მასშტაბით.  

რას საქმიანობს AIESEC საქართველოში?

AIESEC-ის წარმომადგენლობა საქართველოში – „აისეკ საქართველო” 2006 წლიდან არსებობს და აქტიურად მუშაობს ქართველი ახალგაზრდების არაფორმალური განათლების მიცემისა და პრაქტიკული უნარჩვევების ამაღლების კუთხით.

2012 წლის აგვისტოს თვეში მოსკოვში გამართულ საერთაშორისო კონგრესზე  მოვახერხეთ აისეკ საქართველოსთვის სრულუფლებიანი წევრობა მიგვენიჭებინა. ამჟამად ჩვენი ლოკალური კომიტეტები განთავსებულია თავისუფალ უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტში.

2006 წლიდან დღემდე აისეკ საქართველო მრავალი კონფერენციისა და ივენთის ორგანიზატორი ყოფილა როგორც ლოკალურ ისე საერთაშორისო დონეზე, რომელთაგან აღსანიშნავია 2009 წლის ცენტრალური აზიისა და კავკასიის კონგრესი და 2012 წლის საერთაშორისო სამიტი.

2006 წლიდან დღემდე 600-მდე ქართველ ახალგაზრდას მისცა საშუალება საზღვარგარეთ, აისეკის 113 ქვეყნის მასშტაბით, მონაწილეობა მიეღო საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, მათი უმრავლესობა საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ, რომლებსაც ჰქონდათ საშუალება 6 კვირის განმავლობაში აემაღლებინათ პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები, მიეღოთ პრაქტიკული გამოცდილება და რაც მთავარია, გაეცნოთ საქართველო მსოფლიოს სხვა ქვეყნის წარმომადგენელთათვის.

თქვენ როგორც ცნობილია ახალი პროექტი “მასპინძლობის პროგრამა” დაიწყეთ რატომ გადაწყვიტეთ?

Tornikeმასპინძლობის პროგრამის ფარგლებში, აისეკის გაცვლითი პროგრამით უცხოელ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩამოვიდნენ საქართველოში და განახორციელონ საერთაშორისო პროექტები სკოლებსა და უნივერსიტეტებში ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ეკოლოგია, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, ინფორმაციული ტექნოლოგიები ადამიანის უფლებები, ლიდერობა და ა. შ.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს AIESEC საქართველოს ამოცანების განხორციელებას. კერძოდ: სემინარების, ტრეინინგების, ჯგუფური დისკუსიების და სხვა ინტენსიური სასწავლო მეთოდების გაზიარება ქართველი ახალგაზრდებისათვის. თემატური პროექტების ორგანიზება. კონფერენციებისა და სხვა საერთაშორისო ღონისძიებების მოწყობა. საერთაშორისო კონკურენტუნარიანი ლიდერების აღზრდა, ქართველი ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გამრავალფეროვნება და საერთაშორისო სტრატეგიული კავშირების განმტკიცება.

კონკრეტულად რას გულისხმობს ეს პროგრამა და რა იგეგმება მის ფარგლებში? 

მოცემული პროგრამა 1 თვეა რაც დავიწყეთ და კონკრეტულად გულისხმობს უცხოელი სტუდენტის მასპინძლობას, რომელიც არის ერთგვარი დამხმარე პროგრამა აისეკის  სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებისა. იმის გამო, რომ ვართ ახალგაზრდული ორგანიზაცია, არ შეგვწევს უცხოელის საცხოვრებელი და საკვები ხარჯების უზრუნველყოფა. შესაბამისად, საზოგადოების ჩართულობა ჩვენი ამოცანების განხორციელებაში დიდად მნიშვლელოვანია.

ამჟამად როგორც ცნობილია ეძებთ ოჯახებს რომლებიც უმასპინძლებენ ამ ახალგაზრდებს რა მოთხოვნებს უნდა აკავშირებდნენ ეს ოჯახები და რა ბენეფიტებს მიიღებენ ისინი? დაინტერესებული ადამიანები სად უნდა დაგიკავშირდნენ?

ამჟამად საქართველოში ვმასპინძლობთ, 6 უცხოელს რომელთაგან 4-ის საცხოვრებლით უზუნველყოფა მასპინძლობის პროგრამის ფარგლებში მოხერხდა, დანარჩენ ორს კი აისეკ საქართველო მასპინძლობს. იმისათვის, რომ დაინტერესებული ოჯახი  გახდეს მასპინძელი, უნდა აკმაყოფილებდეს მინიმალურ პირობებს:

 

1) საცხოვრებლით უზრუნველყოს ერთი ადამიანი 3 – 8 კვირამდე.

2) უზრუნველყოს აუცილებელი პირობებით: წყალი, საკვები(დღეში მხოლოდ ერთხელ), ელექტროენერგია, ინტერნეტი და სხვა.

3) იყოს შემწყნარებელი განსხვავებული კულტურის, ტრადიციებისა თუ რელიგიური შეხედულებების.

მოცემული პროგრამა არ არის ერთჯერადი, დაინტერესების შემთხვევაში მსურველს ნებისმიერ დროს შეუძლია განაცხადის გაკეთება. დაინტერესებულ პირებს მოცემული პროგრამით შეუძლიათ მიიღონ შემდეგი სარგებელი:  უმასპინძლონ სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან , გაეცნონ ახალ კულტურას, შეიძინონ უცხოელი მეგობარი, გაიუმჯობესონ ინგლისურის ცოდნა, გაზარდონ კავშირები, ცოდნა და გამოცდილება, გაუზიარონ ჩვენი ქვეყნის ტრადიციები და კულტურა, ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში, როგორიცაა  “Bridge to The Future”,  მიიღონ 30% ფასდაკლება აისეკის გაცვლით პროგრამებზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდნენ ჩვენს Facebook გვერდზე.

https://www.facebook.com/AIESECinGeorgia

ტრუსიკში

გაი რიჩის “ფილმი”, საცვლების ამარა დარჩენილი დევიდ ბექემი და H&M :)

მარკეტერი თემა

“გოია ფუდი” – ის პროდუქტის ახალი შეფუთვა