ქართულ ბაზარზე ლუდის ორი მსხვილი კომპანია ერთიანდება. „მარკეტერის“ ინფორმაციით, „აისი“ „ყაზბეგს“ ყიდულობს. აღნიშნულზე, „აისის“ წარმომადგენლები, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ.
ლუდს „აისი“, კავკასიაში Heineken-ის ლიცენზირებული პარტნიორი კომპანია Global Beer Georgia 2017 წლის ზაფხულიდან აწარმოებს. კომპანია „ყაზბეგი“ კი 1994 წელს შეიქმნა და 1995 წელს პირველი ქართული ლუდი „ანანური“ გამოუშვა.