in

როგორ გამოვიყენოთ AI პროდუქტიულად?

Lenovo
Lenovo

AI-მ ცხოვრება რომ გაგვიმარტივა, ამას ბევრი საუბარი აღარ სჭირდება, თუმცა აქ ერთი პრობლემაა: სისწრაფე ყოველთვის არ ნიშნავს უფრო პროდუქტიულს და არც დაზოგილი დრო ითარგმნება უკეთეს შედეგებად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პროცესი სისწრაფეს კი არ ეხება, არამედ იმას, თუ რა შედეგს მიიღებთ, რამდენად ზუსტი, გამოსადეგი და თქვენი მიზნებისთვის შესაფერისი იქნება იგი. 

ხელოვნური ინტელექტის პარადოქსი კი, აი, ასე გამოიყურება: ხშირად საქმის 90%-ს აკეთებს და უზარმაზარ დროს გვიზოგავს, მაგრამ დარჩენილი 10% ჩვენ გვრჩება შეცდომების შესამოწმებლად თუ დეტალების დასახვეწად, რასაც ხან სრულად მიაქვს ეს დაზოგილი დრო. აქ ერთი შეცდომა არ უნდა დაუშვათ, ეს 90% იდეალურად არ უნდა ჩათვალოთ და, შესაბამისად, არც მის განხორციელებას შეუდგეთ გადაუმოწმებლად. მოკლედ რომ გითხრათ, პროფესიონალები გირჩევენ, AI-ს სტაჟიორივით შეხედოთ…

გახსოვდეთ AI მხოლოდ მაშინ ხდება ღირებული ხელსაწყო, როცა იცით, როგორ მართოდ. ქვემოთ კი რამდენიმე მეთოდს გაგიზიარებთ, რომლებიც დაგეხმარებათ პროცესში სრული თავისუფლება ხელოვნურ ინტელექტს კი არ მისცეთ, არამედ თავად გქონდეთ ხელთ სადავეები და ასე თქვენი პროდუქტიულობის გამაძლიერებელ ხელსაწყოდ აქციოთ იგი:

1. იყავით საგნის ექსპერტი თუ თავად არ იცით, როგორია შესანიშნავი შედეგი, ხელოვნურმა ინტელექტმა, შესაძლოა, მარტივად აგაცდინოთ გზას. შესაბამისად, მთლიან პროცესზე დაზოგილი დრო სრულად კორექტირებაში შეიძლება, დაგეხარჯოთ. ამიტომ, უმჯობესია, თავად იყოთ საგნის ექსპერტი და ყველაფერი AI-ს არ ჩაუგდოთ ხელთ.

2. გამოიყენეთ AI პროექტის პარტნიორად და არა, განმახორციელებლად — ხელოვნური ინტელექტი იდეალურია ბრეინშტორმინგისთვის, სტრუქტურის ასაგებად ან საწყისი წერტილის გენერირებისთვის. განმეორებითად რაღაცების კითხვაც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ბოლო სიტყვა თქვენ გეკუთვნით.

3. ავტომატიზაციას მიმართეთ ზედაპირული საქმეებისთვის და AI რუტინული დავალებებისთვის გამოიყენეთ ეს, შესაძლოა, ფაილების შეჯამებები, ელ.ფოსტების დახარისხება და სხვა მსგავსი საქმეები იყოს, სხვა დრო კი იმ საქმეებს დაუთმეთ, რომლებსაც სიღრმისეული ანალიზი სჭირდება. ნამდვილი პროდუქტიულობა სიჩქარეს არ ეხება, დროის თქვენს ტოპ პრიორიტეტებთან შესაბამისობაშია. 

4. თვალი ადევნეთ რეალურ შედეგებს — სიჩქარეს და რეალურ შედეგებს ერთმანეთში ნუ აურევთ, დაფიქრდით, ხელოვნურმა ინტელექტმა თქვენი სამუშაო პროცესი 1 საათით შეამცირა თუ უბრალოდ მეტი დრაფტი დაგიტოვათ გასაანალიზებლად…

პროცესში კი გახსოვდეთ, რომ AI ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ფაზაზეა… სწრაფი, ძლიერი, მაგრამ ნაკლებად სანდო ხელსაწყოა, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში დამღლელ სამუშაოს აგვარიდებს თავიდან, შესაბამისად, მეტ დროს გამოგვითავისუფლებს უფრო მნიშვნელოვან საქმეებზე ფოკუსირებისთვის. თუმცა, მოხდება თუ არა ასე, თქვენზეა დამოკიდებული…

IT აკადემია STEP x RAICI APP – ცოდნით იგებ, ცოდნას იღებ!

FC 26-მა მომხმარებელთა უკუკავშირი გიჟურ კამპანიად აქცია — ამ ამბავში ბელინგემი, ჰამილტონი და სხვები დაიხმარა