ჩვენს ყოველდღიურობაში ეფექტური კონტენტის შექმნა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მის მიმართ დამოკიდებულება სრულიად გადააფასა ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების გამოჩენამ ციფრულ სივრცეში. ამიტომ, გადავწყვიტეთ, გაგაცნოთ ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოები. ამჯერად, Jasper-ზე მოგიყვებით.
ადრე, მას Jarvis-ის სახელით იცნობდნენ, ახლა – Jasper ჰქვია. ის გახლავთ AI-ზე დაფუძნებული ციფრული ასისტენტი მწერალი, რომელიც ბიზნესისა და ცალკეული კრეატორებისთვის მაღალი ხარისხის მარკეტინგული კონტენტის დასაგენერირებლად შეიქმნა.
რისთვის არის Jasper:
* მარკეტინგული კონტენტის შექმნა: Jasper გამოირჩევა სხვადასხვა მარკეტინგული მასალების გენერირებით, როგორიცაა პოსტები ბლოგისთვის, სოციალური მედიისთვის, ტექსტები ვებსაიტებისთვის, რეკლამისთვის, იმეილ მარკეტინგისთვის და სხვა.
* კონტენტის იდეები: ხელოვნურ ინტელექტთან ბრეინშტორმინგითა და თემების შეთავაზებით, შეგიძლიათ პროცესი გაიმარტივოთ.
* ბრენდის ტონის თანმიმდევრულობა: განსაზღვრეთ თქვენი ბრენდის ტონი, Jasper კი დაწერს კონტენტს, რომელიც შეესაბამება თქვენს ტონსა და სტილს.
* კონტენტის ოპტიმიზაცია: მიიღეთ ინფორმაცია თქვენი კონტენტის შედეგიანობის შესახებ და გააუმჯობესეთ მისი ეფექტურობა.
როგორია Jasper-ის მახასიათებლები:
* 50-ზე მეტი შაბლონი კონტენტისთვის: Jasper გთავაზობთ შაბლონებს კონტენტის სხვადასხვა ფორმატისთვის, რაც აადვილებს დაწყებას.
* ენობრივი შესაძლებლობები: ბრენდისთვის ქოფი 30-ზე მეტ ენაზე შეგიძლიათ დაწეროთ.
* AI-ზე დამყარებული ჩატი: იურთიერთეთ Jasper-თან, რათა მიიღოთ კონტენტის ვარიანტები და უკუკავშირი.
* ბრენდის ტონი და სახელმძღვანელო: განსაზღვრავთ თქვენი ბრენდის ხმასა და თანმიმდევრულობას მთელ კონტენტში.
* კონტენტის მუშაობის ანალიზი: თვალყურს ადევნებთ თქვენი კონტენტის შედეგიანობას და განსაზღვრავთ, რა არის დასახვეწი.
* გაფართოებები: გამოიყენეთ Jasper თქვენი საყვარელი ხელსაწყოებითა და სამუშაო პროცესებით.
* უსაფრთხოა და SOC2 თავსებადი: იცავთ თქვენს მონაცემებსა და ინტელექტუალურ საკუთრებას უსაფრთხოების მკაცრი ზომებით.
Jasper გთავაზობთ გამოწერის გეგმას სხვადასხვა საჭიროებებისთვის:
* კრეატორი: ინდივიდუალური გეგმა ძირითადი მახასიათებლებით, შესაფერისი სოლოპრენერებისთვის და მცირე ბიზნესისთვის.
* Boss Mode: გუნდური გეგმა დამატებითი ფუნქციებით, როგორიცაა კონტენტის პერფორმანსის ანალიზი და ბრენდის ხმის შაბლონები.
* ბიზნესი: საწარმოს გეგმა მორგებული ფუნქციებითა და ინტეგრაციით, შესაფერისი დიდი კომპანიებისთვის.
* გეგმების მორგება: Jasper თქვენთვის ქმნის გეგმას, რომელიც მორგებულია კონკრეტულ საჭიროებებსა და გუნდის ზომაზე.