in

#AItool – როგორ დავაგენერიროთ ვიზუალები სწრაფად, Prodia-ს დახმარებით

ჩვენს ყოველდღიურობაში ეფექტური კონტენტის შექმნა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მის მიმართ დამოკიდებულება სრულიად გადააფასა ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების გამოჩენამ ციფრულ სივრცეში. ამიტომ, გადავწყვიტეთ, გაგაცნოთ ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოები. ამჯერად, Prodia-ზე გიამბობთ.

გამოსახულების შექმნის სამყარომ დიდი ტრანსფორმაცია განიცადა ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების გაჩენით. Prodia ერთ-ერთია, რომელიც ამ ინოვაციის წინა პლანზე დგას. ის სთავაზობს გამოსახულების გენერირების API-ს, რომელიც აძლიერებს როგორც დეველოპერებს, ასევე შემქმნელებს.

Prodia-ს ძირითადი ფუნქციონალი მდგომარეობს მის უნარში, შექმნას მაღალი ხარისხის სურათები მარტივი ტექსტური აღწერილობიდან. ეს “text-to-image” ტექნოლოგია იყენებს Stable Diffusion მოდელირებას, deep leaning-ის არქიტექტურის ტიპს და მომზადებულია სურათების მასიურ მონაცემთა ნაკრებებზე და მათ შესაბამის წარწერებზე სამუშაოდ.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ ნახატის იდეა – დიდი კოსმოსური ხომალდი, რომელიც მიფრინავს ნისლეულში. Prodia-სთან ერთად, თქვენ დაგჭირდებათ ტექსტური აღწერილობის მიწოდება, როგორიცაა მაგალითად: „ქრომის კოსმოსური ხომალდი, მბზინავი ძრავებით, რომელიც დაფრინავს ფერად ნისლეულში, ვარდისფერი და ლურჯი ღრუბლების თან“. რამდენიმე წამში Prodia „თარგმნის“ თქვენს სიტყვებს სურათად, რომელიც მაქსიმალური სიზუსტით ასახავს თქვენს ხედვას.

სიჩქარე და ეფექტურობა: Prodia-ს აქვს სწრაფი დამუშავების საშუალება. შედეგს ოთხ წამზე ნაკლებ დროში მიიღებთ. ეს AI-გენერატორს იდეალურ ინსტრუმენტად აქცევს პროექტებისთვის, რომლებიც სწრაფ გამეორებასა და ექსპერიმენტებს საჭიროებენ. ეს სიჩქარე განსაკუთრებით სასარგებლოა ისეთი ამოცანებისთვის, როგორიცაა გამოსახულების კონცეფციის ვარიაციების შექმნა ან ვიზუალურ მონაცემთა დიდი ნაკრების თავმოყრა.

ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე დაფუძნებული გამოსახულების გენერირების სერვისების ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი არის ღირებულება. Prodia-ს შემთხვევაში, გამოსახულების შექმნის ღირებულება 90%-ით ნაკლებია. ეს პროდიას მიმზიდველ ვარიანტად აქცევს დეველოპერებისა და კრეატორებისთვის, რომლებიც მუშაობენ შეზღუდული ბიუჯეტით.

Prodia განკუთვნილია ფართომასშტაბიანი პროექტებისთვი. მისი ინფრასტრუქტურა შექმნილია გამოსახულების გენერირების ფართომასშტაბიანი ამოცანების შესასრულებლად. მის განკარგულებაშია 10,000-ზე მეტი GPU (გრაფიკული დამუშავების ერთეული) ქსელი, ამდენად Prodia-ს შეუძლია ეფექტურად შექმნას მილიონობით სურათი. ეს შესაძლებლობა აძლევს შექმნას NFT კოლექციების ან ვიზუალი დააგენერიროს დიდი მარკეტინგული კამპანიებისთვის.

Meta-მ LIama 3 გამოუშვა და მას აპლიკაციებში ამატებს

საქართველოს ბანკი განათლებისთვის: იდეათეკები 8 რეგიონის 11,000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობებს