in

ისტორიაში პირველად აივ ინფიცირებულ ადამიანს გული გადაუნერგეს

აივ-ის ორგანოთა პოლიტიკის თანასწორობის აქტის შემოღებიდან უკვე თითქმის ათი წელი გავიდა და იგი აივ ინფექციით დაავადებულებს საშუალებას აძლევს, თავიანთი ორგანოები აივ დადებით ინდივიდებს გადაუნერგონ. ახლა კი ნიუ-იორკის Montefiore Health System-ის ქირურგებმა მსოფლიოში პირველად ორ აივ ინფიცირებულ პაციენტს შორის გულის გადანერგვის ოპერაცია ჩაატარეს.

M2
M2

მნიშვნელოვანი სამედიცინო მიღწევების წყალობით, აივ ინფიცირებულ ადამიანებს შეუძლიათ აკონტროლონ დაავადება იმდენად კარგად, რომ ამ მდგომარეობით დაავადებული ადამიანების სიცოცხლეც გადაარჩინონ. ეს ოპერაცია მნიშვნელოვანი ეტაპია გადანერგვის ისტორიაში და იმ ადამიანებს აძლევს იმედს, რომელთაც ადრე შანსიც კი არ ჰქონდათ, — ამბობს ულრიქ ფი ჯორდი, გულის გადანერგვის განყოფილების ხელმძღვანელი.

თუ კლინიკის მონაცემებს დავეყრდნობით, დაახლოებით 60 000-დან 100 000-მდე ადამიანია, რომელიც დღეს გულის გადანერგვას ელოდება. 2021 წელს კი მხოლოდ 3 800 გულის გადანერგვის ოპერაცია ჩატარდა.

დიახ, კონკრეტული მიღწევა დონორთა ჯგუფს გააფართოებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტ ადამიანს, აივ ინფექციით თუ მის გარეშე, ექნება შანსი, სიცოცხლის გადამრჩენ ორგანოზე უფრო სწრაფი წვდომა ჰქონდეს.

App Store-ში რეკლამის განთავსების ახალი გზები ინერგება

Midea GAIA — იმოგზაურე ბუნებაში