21
Aug
2019

adjarabet.com „არიქას“ გამარჯვებულს დაასახელებს, რომელიც იაპონიაში გაემგზავრება

21 Aug 2019

21 აგვისტოს, კომპანია adjarabet.com, პროექტ „არიქას“ გამარჯვებულებს დაასახელებს. ღონისძიება ლისის ტბაზე, საღამოს 6 საათიდან დაიწყება. ცენტრალური გამარჯვებული, იაპონიაში, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება. 50 წარმატებული მოთამაშე კი, #spendyoursummeringeorgia-ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დასასვენებელ საგზურს მიიღებს.

„adjarabet.com-ის მხიარული პროექტი „არიქა“ ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა და ყოველ ორ დღეში ერთხელ იმართებოდა. გამარჯვებულად ის დასახელდება, ვინც 15 აქტივობის დასრულების შემდეგ ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს“.

როგორც კომპანიაში ამბობენ, კრეატიული პროექტი „არიქა“, adjarabet.com-ის მომხმარებლებში, დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

„15 ტურის განმავლობაში არაერთი კრეატიული შეჯიბრება გაიმართა და ათასობით ჩვენი მომხმარებელი ჩაერთო. მე-15 ტური და პროექტის დასასრული ლისის ტბაზე საზეიმოდ აღინიშნება. „არიქასთვის“ სპეციალური სიმღერაც შეიქმნა, რომელსაც მუსიკალური ჯგუფი „არა“ შეასრულებს. ისინი გააფორმებენ მუსიკალურად ჩვენს ღონისძიებასაც, “ – ამბობენ adjarabet.com-ში.

 

განხილვა