ამსტერდამის „აიაქსმა“ ახალი სათამაშო მაისური წარადგინა, რეტრო სტილში გაცოცხლებული ძველი ფორმა გულშემატკივრებში უკვე აღფრთოვნებას იწვევს, დღეს დილით დაწყებული გაყიდვების შემდეგ, ყველა მარაგი ამოიწურა და კლუბმა ფანშოპები ქალაქისა და ქვეყნის მასშტაბით, უკვე დახურა. გაყიდვები ხვალიდან გაგრძელდება.
„აიაქსი“ გვარით დაბრენდილი მაისურებით მხოლოდ უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში იასპარეზებს. კლუბი მომავალ კვირას გასვლით და მესამე სათამაშო ფორმასაც წარადგენს.
„გვინდოდა, კარგად დავიწყებული ძველი კვლავ განახლებულიყო და გულშემატკივრებისთვის ეს სიახლის სახით შეგვეთავაზებინა. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა სურთ და მოსწონთ მათ. ახალი სათამაშო ფორმით ყველა გახარებული და ბედნიერია. ამ პრინციპით განახლდება ასაკობრივი და ქალთა კლუბების სათამაშო ფორმებიც. გვჯერა, ახალი სათამაშო ფორმა იღბლიანი იქნება და წინ ბევრი გამარჯვებები გველოდება“, – აცხადებს „აიაქსის“ მარკეტინგის მენეჯერი, ლეონ მასტრიხსი.
ახალი სათამაშო ფორმის ღირებულება 90 ევროს შეადგენს.














