in

#დაიწყექართულით „აიაქსთან” ერთად – ქართული წარმოების უჟანგავი ფოლადის ინვენტარი ინდუსტრიული სამზარეულოსთვის

ინდუსტრიული სამზარეულოს მიმართულებით უჟანგავი ფოლადის ინვენტარის მწარმოებელი კომპანია „აიაქსი 2022 წელს დაფუძნდა. კომპანიის მთავარი მიზანი ქართული წარმოების ხელშეწყობა და ბაზარზე იმპორტირებული პროდუქციისთვის ალტერნატივის შექმნაა. ის მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას ბიუჯეტურ ფასად სთავაზობს.

„აიაქსის” მისიაა, უზრუნველყოს ქართული წარმოების განვითარება და დაეხმაროს ინდუსტრიული სამზარეულოს მიმართულებით მომუშავე ობიექტებს.

„ჩვენი მიზანია, გავხდეთ სამრეწველო სამზარეულოს აღჭურვილობის მთავარი მწარმოებელი საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტის შეთავაზებით, რომელიც აკმაყოფილებს ინდუსტრიის უმაღლეს სტანდარტებს, ჩვენს მომხმარებლებს საუკეთესო სერვისითა და მხარდაჭერით უზრუნველვყოფთ“, – აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ჯემალ ალახვერდოვი.

„აიაქსის“ პროდუქცია მხოლოდ საქართველოში არ იყიდება, ის უკვე ექსპორტზეც გავიდა გერმანიაში, უზბეკეთსა და აზერბაიჯანში. ამჟამად წარმოების პროცესი სრული დატვირთვით მიმდინარეობს. სამზარეულოს ინვენტარის წარმოება ხდება სურსათის უვნებლობის და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით და შეესაბამება HACCP-ის სტანდარტებს.

კომპანია ყოველთვის მზადაა მომხმარებლების დასახმარებლად, რათა მათ გააუმჯობესონ თავიანთი საქმიანობა, გაზარდონ შემოსავალი და მიაღწიონ ბიზნესის მიზნებს. ის, აგრეთვე, მხარს უჭერს ადგილობრივ წარმოებას მაღალი ხარისხის სტანდარტების მქონე აღჭურვილობის წარმოებითა და პროექტის მენეჯმენტის სერვისის შეთავაზებით, რომელიც დაეხმარება სამზარეულოს მფლობელებს დიზაინის შერჩევასა და განლაგებაში.

კომპანიის წარმოების ხაზი მოიცავს უჟანგავი ფოლადის კონსტრუქციებს დამზადებას, როგორიცაა: სამუშაო და ნიჟარიანი მაგიდები, სტაფის სასადილო ხაზი, გამწოვის ქუდები, თაროები, მოძრავი აღჭურვილობა. შესაძლებელია ბარის სივრცის სრულად დამზადება და საჭირო ინვენტარით აღჭურვა. პროდუქცია მზადდება როგორც სტანდარტული ზომებით, ასევე სპეც შეკვეთებით.

იხილეთ პროდუქციის კატალოგი.

„აიაქსი” თავისი მიზნებიდან გამომდინარე გეგმავს საწარმოო ხაზის გაფართოებას. მიმდინარე წლის ჭრილში დაგეგმილია მაცივრების წარმოების ხაზის დამატება, მაგიდა-მაცივრები და ვერტიკალური მაცივრები. მოკლევადიან გეგმაშია ცხელი ხაზის მიმართულებით 600, 700 და 900 სერიების დამატება.

[R]

როგორ შევქმნათ პერსონაჟი ჩვენი ბრენდისთვის?

შესაძლოა, კოსმოსში ბნელი მატერიის პლანეტები არსებობდეს!