in

როგორ მოხვდა აკაკი რაზმაძის შრიფტი iOS 13-ისა და Android 10.0-ის ოპერაციულ სისტემებში

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ iOS-ის ოპერაციული სისტემის განახლებულ ვერსიაში განახლებული ქართული კლავიატურაც ინტეგრირდა და მისი ავტორი შრიფტის დიზაინერი, აკაკი რაზმაძეა.

BOG
BOG

iOS 13-ში ახალი ქართული კლავიატურის დანახვით სიამაყით ვივსები, რადგან ის ჩემი დიზაინით არის შექმნილი ჯერ კიდევ 2015 წელს კომპანია Monotype-ში”, — წერდა აკაკი რაზმაძე სოციალურ ქსელში.

როგორ მოხვდა ქართველი დიზაინერის შრიფტი Apple-ის ოპერაციულ სისტემაში?
„ეფლი“ თავის სისტემებში, ანუ macOS, iOS და ა.შ. 2015 წლამდე, ძირითად შრიფტად Helvetica-ს იყენებდა. ეს იყო შრიფტი, რომელზეც საავტორო უფლებებს ფლობდა კომპანია Monotype, სადაც აკაკი რაზმაძე პრაქტიკას გადიოდა, მაგისტრატურის ფარგლებში.

„ამ პრაქტიკის ფარგლებში გადავწყვიტეთ, რომ რამდენიმე შრიფტის ქართული ანალოგი გაგვეკეთებენინა, მათ შორის, Helvetica-სი“, – გვიყვება აკაკი რაზმაძე„ეფლს“ თავის სისტემებში „ჰელვეტიკა“ და მისი ქართული ვერსიაც ჰქონდა, თუმცა ჩვენ გვინდოდა, რომ ახალი, თანამედროვე და ორიგინალთან მიმართებით, უფრო მეტად, ჰარმონიული ვერსია შეგვექმნა“. 

ზუსტად ამ წელს (2015) „ეფლმა“ თავის ძირითად შრიფტად San Francisco წარადგინა, თუმცა ამ შემთხვევაში, ქართული ანალოგი ეფლს არ გაუკეთებია. ქართული მხოლოდ წელს განახლდა, iOS 13-ში და შედეგად, 2015 წელს გაკეთებული „ჰელვეტიკას“ ქართული დიზაინი გამოჩნდა.

როგორც აკაკი ამბობს, სამომავლოდ, სავარაუდოდ, „ეფლი“ გადაწყვეტს, რომ მისი ძირითადი შრიფტის, ანუ San Francisco-ს გაფართოებაზეც იზრუნოს, თუმცა მასში ქართული ასონიშნების ჩამატებაზე დღეს, ჯერჯერობით, საუბარი არაა.

დიზაინი: აკაკი რაზმაძე;
type director, ანუ ხელმძღვანელი: აკირა კობაიაში;
ტექნიკური მხარის გამართვაში მონაწილეობდა: ჯან შარვატი და „მონოტაიპის“ გუნდის სხვა წევრებიც.

რაც შეეხება Android-ს:

ამ პერიოდში, ასევე, Google-ის OS-ც განახლდა, სადაც ასევე, ახალი ქართული ასონიშნები გამოჩნდა.

„გუგლმა“ რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტა, ერთი ისეთი შრიფტი შეექმნა, რომელიც შეძლებდა, კაცობრიობის ისტორიაში არსებული ყველა დამწერლობა მოეცვა. ამ შრიფტის სახელია NOTO. 

„გუგლი“ საკუთარ სისტემაში, ძირითადად, Google Sans-ს იყენებს, თუმცა იმ დამწერლობისთვის, რომელიც სისტემის ძირითად შრიფტში არ არის, NOTO გამოიყენება.

„ნოტოზეც“, რამდენიმე წლის განმავლობაში, კომპანია Monotype მუშაობდა, რომ ამ შრიფტში, მსოფლიოში არსებული ყველა დამწერლობა აესახა. თავიდან, ქართული, უხეში მონახაზი არსებობდა, რომელიც დაიხვეწა და სწორედ ამ პროცესში მიიღო აკაკი რაზმაძემ მონაწილეობა.

„საბოლოოდ, ახალმა ქართულმა Noto-მ ბევრად უფრო სასიამოვნო და ქართული დამწერლობისთვის უფრო ბუნებრივი მოხაზულობები შეიძინა“, – აკაკი რაზმაძე„ნოტოში“ ყველა ტიპის ქართული დამწელობაა შესული, ჩამოწერა და გამოყენება ყველას შეუძლია ამ ბმულებიდან:

  1. https://www.google.com/get/noto/#sans-geor;
  2. https://www.google.com/get/noto/#serif-geor

Dribbble-ის პირველი შეხვედრა საქართველოში UI/UX დიზაინერებისთვის

რას ნიშნავს „კრედო ბანკისთვის“ თანამშრომლებზე ზრუნვა