in

მეცნიერებმა აქამდე არნახული მინერალის პირველი ნიმუში აღმოაჩინეს!

Davemaite ზედაპირზე გადასვლისას სხვა მინერალებად იშლება და მისი წნევაც ეცემა

დედამიწის სიღრმიდან ამოღებულ ალმასში მეცნიერებმა აქამდე არნახული მინერალის პირველი ნიმუში აღმოაჩინეს. მინერალი, სახელად Davemaite, დედამიწაზე ნაპოვნი მაღალი წნევის კალციუმის სილიკატი პეროვსკიტის (CaSiO3) პირველი მაგალითია.

M2
M2

CaSiO3-ის სხვა ფორმა, რომელიც ცნობილია როგორც ვოლასტონიტი, გავრცელებულია მთელ მსოფლიოში… მაგრამ Davemaite-ს აქვს კრისტალური სტრუქტურა, რომელიც მხოლოდ მაღალი წნევის და მაღალი ტემპერატურის პირობებში ყალიბდება დედამიწის მანტიაში. მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში ვარაუდობდნენ, რომ ჩვენი პლანეტის გარე ბირთვსა და ქერქს შორის არსებულ მყარ ფენაში გეოქიმიურად მნიშვნელოვანი მინერალი “იმალებოდა”. თუმცა ამ დრომდე ამის პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობდა, რადგან Davemaite ზედაპირზე გადასვლისას სხვა მინერალებად იშლება და მისი წნევაც ეცემა.

ახლა კი ბოტსვანაში აღმოჩენილი ალმასის ანალიზმა, რომელიც მანტიაში დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 660 კილომეტრის დაშორებით წარმოიქმნა, შიგნით ჩარჩენილი Davemaite-ის ნიმუში გამოვლინდა. შედეგად, საერთაშორისო მინერალოგიურმა ასოციაციამ იგი დაადასტურა, როგორც ახალი მინერალი. “მისი აღმოჩენა ძალიან მოულოდნელი იყო” — ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი ოლივერ შონერი.

შონერმა და მისმა კოლეგებმა Davemaite-ის ნიმუში სინქროტრორონული რენტგენის დიფრაქციის ტექნიკის გამოყენებით აღმოაჩინეს. ეს უკანასკნელი მიკროსკოპული სიზუსტით ახდენს მაღალი ენერგიის რენტგენის სხივის ალმასის კონკრეტულ წერტილებზე ფოკუსირებას. არეკლილი სინათლის კუთხისა და ინტენსივობის გაზომვით, მკვლევრებს იმის გაშიფვრა შეუძლიათ, თუ რა არის შიგნით.

ითვლება, რომ ეს მინერალი მნიშვნელოვან გეოქიმიურ როლს ასრულებს დედამიწის მანტიაში. მეცნიერების ვარაუდის თანახმად, მინერალი, შესაძლოა, სხვა ელემენტებსაც შეიცავდეს — მათ შორის, ურანს და თორიუმს, რომლებიც რადიოაქტიური დაშლის გზით, სითბოს წარმოქმნის. შესაბამისად, Davemaite-ს შეუძლია, მანტიაში მნიშვნელოვანი რაოდენობით სითბოს წარმოქმნას შეუწყოს ხელი.

2014 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში მკვლევრებმა კიდევ ერთი მაღალი წნევის თეორიული მინერალი აღწერეს, რომელიც ცნობილია როგორც Bridgmanite. თუმცა, მისი ნიმუში წარმოიქმნება არა მანტიიდან, არამედ მეტეორიტის შიგნით. Davemaite-ის აღმოჩენა კი აჩვენებს, რომ ბრილიანტი, შესაძლოა, მანტიაში უფრო ღრმად წარმოიქმნებოდეს, ვიდრე ადრე ეგონათ…

კვლევა 11 ნოემბერს გამოქვეყნდა, ჟურნალში Science.

LILOSHOP.GE – “პირველი ონლაინ მაღაზია, რომელიც B2B მომხმარებლების ყველაზე მსხვილ მიმწოდებლად იქცა საქართველოში”

ნატა ლომოური მწერალთა სახლის „ახალი სიცოცხლისა“ და სამომავლო გეგმების შესახებ – შოტლანდიური პრემიუმ ვისკის, Glenfiddich-ის კამპანია Where Next