in

აქციეთ თქვენი შეხვედრა წარმატებულ გამოცდილებად „რადისონთან“ ერთად!

ჩვენ გვჯერა, რომ თითოეული მომენტი მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, როდესაც ირჩევთ „რადისონ ბლუ ბათუმს“, შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ ყოველ ჯერზე მიიღებთ დასამახსოვრებელ გამოცდილებას. ჩვენი გუნდი, დეტალებზე ორიენტირებულობა და ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობა იქნება თქვენი ნებისმიერი ტიპის ღონისძიების წარმატების გარანტი.

ბიზნესშეხვედრების მიმართულებით, „რადისონის“ საქმიანობა გამოირჩევა სამი მთავარი მახასიათებლით:
• პიროვნული
• პროფესიონალური
• დასამახსოვრებელი

Personal, Professional, Memorable

„ჩვენი ბრენდის მთავარი ფილოსოფიაა: „ყოველი მომენტი მნიშვნელოვანია — every moment matters“. ყველა ჩვენს სტუმარს სერვისის თითოეულ ნაწილში ვემსახურებით „Yes, I can!” კულტურით — ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ მათი კმაყოფილებისთვის. ეს ჩვენი სამუშაო ცხოვრების წესი, ჩვენი ფუნდამენტური რწმენა და ღირებულება“, — ილია საგანელიძე, „რადისონ ბლუ ბათუმის“ გენერალური მენეჯერი

მდებარეობს რა სანაპიროდან 100 მეტრში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმი“ თანამედროვე დიზაინით, ქალაქისა და ზღვის ხედებითა და უმაღლესი ხარისხის მომსახურებით, წარმოადგენს იდეალურ ადგილს როგორც საქმიანი, ასევე პირადი ღონისძიებებისთვის.

გთავაზობთ 7 უნივერსალურ საკონფერენციო ოთახს, მათ შორის 2 სხდომათა დარბაზს და 350 კვ.მ ფართობის მქონე საბანკეტო დარბაზს. სივრცეები ხელსაყრელია როგორც პატარა, ისე საშუალო თუ დიდი ჯგუფებისთვის (12-დან 350 ადამიანამდე).

ოთახები სრულად არის აღჭურვილი უახლესი ტექნიკით, LCD პროექტორებით, სწრაფი უკაბელო ინტერნეტითა და სხვა საჭირო ინვენტარით. მათი დიდი ფანჯრები კი უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებასა და სასიამოვნო ხედებს შავ ზღვაზე.

აქტიური სეზონის მოახლოებასთან ერთად, სასტუმრომ სპეციალური შეთავაზებები შექმნა ღონისძიებებისთვის. სპეციალური ტარიფებით სარგებლობას შეძლებთ როგორც დღის დელეგატ პაკეტებზე, ასევე საკონფერენციო ოთახებზე და დამატებით ინდივიდუალურ კვებით სერვისებზე – აირჩიეთ თქვენთვის სასურველი მენიუ ყავის შესვენებისთვის ჩვენი შეფის მიერ შექმნილი მრავალფეროვანი ვარიაციებიდან.

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით: [email protected]

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ ქმნის Paramount მულტიკულტურულ მარკეტინგს?

Palace-ისა და Gucci-ს ერთობლივი უჩვეულო კამპანია