მარკეტერი გთავაზობთ პატარა ფსიქოლოგიურ ეშმაკობებს და პრაქტიკულ რეკომენდაციებს. როგორ გავანაწილოთ საუთარი დრო, ფული და დაკისრებული მოვალეობები?!
7 ფაქტი პროდუქტიულობაზე
1) პროგრესი ყველაზე დიდი მოტივატორია. მოქმედებს მაშინაც, როდესაც პროგრესი მხოლოდ ილუზიაა
2) რათა მოასწროთ უფრო მეტის გაკეთება, გადააქციეთ თქვენი საქმე ჩვევად. ენერგია ამოუწურავი არ არის, ჯობია ის უფრო სასარგებლო საქმეს მოახმაროთ, ხოლო დანარჩენი ავტომატურ რეჟიმში აკეთოთ.
3) კაცები უპირატესობას ანიჭებენ შესრულებული საქმის რაოდენობას და არა ხარისხს. ქალები მეტ ყურადრებას აქცევენ ხარისხს და არა რაოდენობას.
4) ხელმძღვანელები უკეთ რეაგირებენ ციფრებზე, დიაგრამებზე ვიდრე სიტყვებზე.
5) განრიგის კონტროლით ნაკლებად დამღლელი მოგეჩვენებათ სამუშაო დღე
6) შემოსული e-mail-ები საქაღალდეებში დალაგება მხოლდ დროის კარგვაა და მეტი არაფერი.
7) ჟესტიკულაცია შესწავლის პროცესს ასწრაფებს.
5 ფაქტი დროის აღქმაზე
1) ავარიის ან პარაშუტით ხტომის დროს ნელდება, იმიტომ რომ ტვინი ვალდებულია დიდი ინფორმაცია გადაამუშავოს, მეტი დეტალები აღიქვას, სწორედ ამიტომ გონებაში ძალიან დეტალურად რჩება მომხდარი ამბის დეტალები.
2) მიღებული გამოცდილება სასრულია. ადამიანი 20 წლის ასაკში იღებს თავისი გამოცდილების ნახევარს. 40 წლსი ასაკში უკვე გამოცდილების 70% დაგროვილია.
3) ასაკთან ერთად დრო მართლაც სწრაფდება. რაც უფრო გვემატება ასაკი მით უფრო ნაკლებად ვიმყოფებით ახალი შთაბეჭდილებების ქვეშ.
4) გამოკვლევებმა აჩვენეს ,რომ კაცები რიგში დგომის დროს ყოველთვის ადგილს უთმობენ სტატუსით უფრო მაღალს, ხოლო როდესაც სტატუსით უფრო დაბალ ადამიანს ხედავენ ცდილობენ აჩქარდნენ. ალბათ, სწორედ ამიტომ კაცებს დომინირებისკენ აქვთ მიდერკილება.
5) მოხალისედ მუშაობისას ადამიანი ასწრებს უფრო მეტს. სხვისი დახმარებას ტვინი აღიქვავს როგორც სასარგებლოდ და შედეგიანად დახარჯულ დროს, რაც შემდგომ მოტივაციას მატებს
5 ფაქტი ბედნიერების შესახებ
1) ბედნიერებისთვის მთავარია იცოდე როგორ მიიღო სიამოვნება, იმ საქმისგან რასაც აკეთებ, გქონდეს სწორედ დასახული მიზანი და გრძნობდე თავს საჭირო ადამიანად, გქონდეს სოციუმთან კავშირი და მაქსიმალურად აკონტროლო შენი ცხოვრება.
2) ფიზიკური ვარჯიში და რელიგია ძალიან ეფექტურია ბედნიერების აღქმისთვის, რადგან რელიგია პატარა პატარა დადებით ემოციებით გვამარაგებს.
3) შემოსავლის ზრდა, რა თქმა უნდა გარკვეული კარიერული საფეხურების გავლის შემდეგ. ბევრ ადამიანს არ სჭირდება დიდი ფული, მათთვის საკმარისია თუ მეზობელზე მეტი ექნებათ.
4) დასახეთ ამბიციური მიზნები, უსაქმურობა კლავს ადამიანის განწყობას.
5) გაიღიმეთ მაშინაც როდესაც ღიმილის არანაირი მიზეზი არ გაქვთ. ამ დროს კუნთები ტვინს გადაცემენ სიგნალს და თქვნ მართლაც უკეთ იგრძნობთ თავს.