ეგზოპლანეტა, რომელიც ჩვენგან 73 სინათლის წლის მანძილზე აღმოაჩინეს, გვეუბნება, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო დედამიწა ადრეულ ასაკში, თუ ის თავის ვარსკვლავთან ერთად ცხელ ორბიტაზე იქნებოდა „ჩაკეტილი“… მას HD 63433 d-ის სახელით გვაცნობენ, ახლად დაბადებული ეგზოპლანეტაა, რომელიც ცოტათი დიდია დედამიწაზე და ჩვენი მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ყველაზე პატარა პლანეტაა, რომელიც მეცნიერებმა 500 მილიონ წელზე ნაკლებ მანძილზე დაშორებულ ობიექტებს შორის აღმოაჩინეს. თუმცა იდეალურ შესაძლებლობას გვაძლევს, გავიგოთ ჩვენი მსგავსი პლანეტების ფორმირების შესახებ.
დედამიწა ერთადერთი პლანეტაა, რომელიც სიცოცხლეს მასპინძლობს, ყოველ შემთხვევისთვის, ჩვენ ასე ვიცით. ხოლო იმ განსხვავებული გზების შესწავლა, რომლითაც დედამიწის მსგავსი პლანეტები ჩამოყალიბდა და განვითარდა, განსაკუთრებით ისინი, რომელთაც ჩვენი მზის მსგავსი ვარსკვლავები გააჩნია, მეცნიერებს დაეხმარება, განსაზღვრონ ინგრედიენტები, რომლებმაც სამყაროში სიცოცხლის დაბადებას შეუწყო ხელი.
თუმცა HD 63433 d დედამიწას თან ჰგავს და თან, არა, რაც კვლავ შესანიშნავ შესაძლებლობაზე მეტყველებს. როგორც ასტროფიზიკოსი მელინდა სუარეს-ფურტადო ამბობს: „ეს გამოსადეგი პლანეტაა, რადგან, შესაძლოა, ადრეულ დედამიწას ჰგავდეს. მართალია, ის ორბიტასთან საკმაოდ ახლოსაა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მივყვეთ მონაცემებს და ვეძებოთ სამხილები აირებისა და ატმოსფერული დანაკარგების შესახებ, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს იმის გასაგებად თუ როგორ ვითარდება სამყაროები. თუმცა სწორედ აქ მთავრდება მსგავსებები, თანაც დრამატულად…“.
დედამიწის ზომის სამყარო TESS-ის ეგზოპლანეტების მაძიებელი ტელესკოპით აღმოაჩინეს. იგი ყვითელი ჯუჯა ვარსკვლავია, რომელიც მზის ზომასა და მასას შეეფერება მსგავსი ტემპერატურული პროფილით. თუმცა თუ ვარსკვლავების ასაკს გადავხედავთ, ყვითელი ეგზოპლანეტა ახალშობილად შეგვიძლია ჩავთვალოთ ისევე, როგორც ეგზოპლანეტები, რომლებიც მის გარშემო ბრუნავენ. ამჯერად კი 3 ეგზოპლანეტაა ნაპოვნი — ორი მინი ნეპტუნი, რომლებიც 2020 წელს აღმოაჩინეს და HD 63433 d.
არსებული მონაცემებით ვიგებთ, რომ ახლად აღმოჩენილი ეგზოპლანეტის რადიუსი 1.1-ჯერ აღემატება დედამიწას. რაც შეეხება მასას, ეს ზუსტად არ იციან, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ისეთი კლდოვანი შემადგენლობა უნდა ჰქონდეს, როგორიც დედამიწას, მარსსა და ვენერს აქვს.
გამომდინარე იქიდან, რომ ეგზოპლანეტა თავისი ვარსკვლავის გარშემო მჭიდრო ორბიტაზე ყოველ 4.2 დღეში ბრუნავს, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ერთი მხარე მუდმივად ვარსკვლავისკენ ექნება მიმართული და მის სითბოს მიიღებს. შესაბამისად, ეგზოპლანეტის ზედაპირი დამდნარი ქვებით სავსე მასისგან უნდა შედგებოდეს, თანაც მკვლევართა ვარაუდით, დღის ტემპერატურა 1570 გრადუსს უდრის. ამიტომ, მას ლავის დიდ ოკეანედაც მოიხსენიებენ.
მართალია, ამ ეგზოპლანეტის შესახებ მეცნიერებმა ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იციან, მაგრამ იმედოვნებენ, რომ დაადგენენ მასას, რომლითაც შემდგომში სიმკვრივეს განსაზღვრავენ და იპოვიან კითხვაზე პასუხს — რისგან შედგება ეგზოპლანეტა. შემდგომ იმასაც გაიგებენ, აქვს თუ არა ატმოსფერო და როგორია იგი. თუმცა ეს რაღაც შორეული კვლევის საგანი არ გეგონოთ, ამ კითხვებზე პასუხების პოვნას მკვლევრები უახლოეს თვეებში გეგმავენ…