in

ახალგაზრდა გეიმერები უფრო მეტ დროს ატარებენ მეტავერსში

გეიმერები უფრო მეტ დროსა და ფულს ხარჯავენ მეტავერსში – ამის შესახებ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Brain & Company გვამცნობს. ეს კი, პოტენციურად, მომავალში ვირტუალური სამყაროს სრულიად ახლებურად დანახვაში დაგვეხმარება.

კვლევის თანახმად, ვიდეოთამაშები 13-17 წლამდე ახალგაზრდების გართობის უპირველესი საშუალებაა, სოციალურ მედიასთან, ტელევიზიასთან და მუსიკასთან შედარებით.

ახალგაზრდა გეიმერები, ციფრულ სამყაროში, მეტავერსში იმკვიდრებენ თავს. ისინი სწორედ ამ სტილის თამაშებს ეჩვევიან და მეგობრებთან ერთად მოსწონთ თამაში (და არა – მარტოს). ისინი სულ უფრო მეტ დროს ატარებენ ვირტუალურ რეალობაში, შესაბამისად, მათთან საუბარი სწორედ ამ სივრცეშია ხელსაყრელი.

კვლევიდან ირკვევა, რომ გეიმერები ისეთ თამაშებს ანიჭებენ უპირატესობას, რომლებიც სრულად იმერსიულია და სოციალურ ელემენტს მოიცავს. ეს მოთამაშეებს საშუალებას აძლევს არამხოლოდ კრეატორები იყვნენ, თამაშის შიგნით, არამედ, ნებისმიერი მოწყობილობის საშუალებით, იშოპინგონ კიდეც.

მეტავერსული თამაშები, როგორიცაა Roblox, Minecraft და Fortnite შლიან ზღვარს რეალურ და ციფრულ სამყაროს შორის. ახალგაზრდა გეიმერების ნახევარი ამბობს, რომ თამაში გუნდურად ურჩევნია.

ეს გადახდის მოდელების დამკვიდრებას უწყობს ხელს, როგორიცაა ყოველთვიური გამოწერა, რაც მომხმარებლის საშუალო შემოსავალს გაზრდის.

ვიდეოთამაშები სხვადასხვა ფასიანი გართობის ნაწილი ხდება და ეს ტენდენცია, კვლევის თანახმად, სულ უფრო გაიზრდება.

საინტერესოა, რომ არსებობს სხვაობა უფროს და ახალგაზრდა მოთამაშეებს შორის. ახალგაზრდა მოთამაშეთა 56% ამბობს, რომ მათ ურჩევნიათ ფული კონკრეტულ ფუნქციაზე წვდომისთვის გადაიხადონ, რაც თამაშში მათ პროდუქტიულობას გაზრდის. ამ აზრისგან განსხვავდება უფროსი ასაკის მოთამაშეთა შეხედულებები.

ასევე, ახალგაზრდა მოთამაშეები, ონლაინ თამაშებით, თანატოლებთან, მეგობრებთან და უცნობებთან შეჯიბრს ამჯობინებენ, უფროსებს კი ნაკლებად კონკურენტული და მარტო თამაში ურჩევნიათ.

ახალგაზრდა გეიმერებს მეტავერსის გამოყენება თამაშის გარეშეც აინტერესებთ. ამასთან, მათი ნახევარი ამბობს, რომ მეტავერსში დაესწრებოდნენ სასკოლო ღონისძიებებს, კონცერტებს, სპორტულ შეჯიბრებებსა და სამსახურშიც კი ასე იმუშავებდნენ.

 

წყარო: mediapost

რა არის MarTech და რატომ არის ის მნიშვნელოვანი თქვენი ბიზნესისთვის?

„საგზაო მოძრაობის კულტურა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო ნაწილია“ – მსახიობი ნინო კასრაძე „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიას შეუერთდა