26-27-28 მაისს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლამ ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირს უმასპინძლა.
ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ:
- აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა
- ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა
- ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა
- ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის სკოლა
- შავნაბადას სკოლა
- ნიუტონის სკოლა
ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირი ოლიმპიადებისგან განსხვავებული, ინტელექტუალური კონკურსია სკოლის ასაკის მოსწავლეებისათვის. ტურნირი წარმოაჩენს მოსწავლეების უნარს, წარმატებით გადაჭრან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ინფორმატიკა) დასმული პრობლემები, წარმოადგინონ ჩატარებული კვლევების შედეგები და შეძლონ მათი დაცვა მოწინააღმდეგე გუნდებთან გამართულ სამეცნიერო დისკუსიებში.
2003 წლის ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირის გამარჯვებულები არიან:
- ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა
- ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა
- კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა
საქართველოს უნივერსიტეტი და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა მუდმივად მზად არის, მხარი დაუჭიროს ინოვაციური იდეების განხორციელებას.
[R]