in

Apple Pencil-ის ახალი მოდელი USB-C პორტით გამოვა

Apple Pencil უახლესი პროდუქტია, რომლის შესახებაც სულ ახლახან განაცხადეს. ეფლის ხაზს კი იმიტომ დაემატა, რომ მომხმარებლებს 79 დოლარად მეტად ბიუჯეტური ვარიანტი შესთავაზოს. ერთ-ერთი აღსანიშნავი ფუნქცია მისი თავსებადობაა ნებისმიერ iPad-თან, რომელსაც USB-C პორტი აქვს. ეს კი უკვე ფანქრის ფუნქციებით სარგებლობის საშუალებას ძალიან ბევრ ადამიანს აძლევს.

როგორც ეფლში ამბობენ, ახალი აქსესუარი პიქსელების სრულყოფილ სიზუსტეს, შეყოვნების დაბალ მაჩვენებლებსა და მგრძნობელობას გთავაზობთ. თუმცა ეს მოდელი არ შეიცავს ე. წ. წნევის მგრძნობელობას, ფუნქციას, რომელიც წინა მოდელებში გვხვდება და, შესაძლოა, საკმაოდ გამოსადეგიც იყოს ხელოვანებისა თუ კრეატორებისთვის… კიდევ ერთი რამ, რაც Apple Pecil-ს აკლია, ინსტრუმენტების შესაცვლელად მოწყობილობაზე ორჯერ შეხების საშუალებაა.

ხოლო M2 iPad-ის მქონე მომხმარებლებს იმ ფუნქციის გამოყენებაც შეუძლიათ, რომელიც მათ ნიშნების გადახედვის საშუალებას აძლევს მანამ, სანამ გამოიყენებენ. ეს კი კვლავ სიზუსტეს ემსახურება. ალბათ, მოსალოდნელიც იყო, რომ უკაბელო დამუხტვის ნაცვლად, Apple-მა ამ მოდელზე USB-C პორტის კაბელით დატენვა შემოგვთავაზა. თითქოს, ასე პირველად გამოშვებულ ფანქარს ჰგავს, მაგრამ ამისგან განსხვავებით, დასატენად მთლიანი ფანქრის iPad-ში ჩასმა არ დაგჭირდებათ. ახალი მოდელი მაგნიტურად ეკვრება iPad-ის გვერდს და იგი მეტად მოსახერხებელია.

რაც შეეხება პერსონალიზებას, ეს ვერსია გრავირებას არ გთავაზობთ. სავარაუდოდ იმიტომ, რომ იქ, სადაც ჩვეულებრივ გრავირება თავსდებოდა, ახლა USB-C პორტის სლაიდერია… აი, რაც შეეხება Lightning-იდან უშუალოდ USB-C-ზე გადასვლას, ეს ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისია.

„თუ მოპარვას მოახერხებ, შენი იყოს“ — სპორტული ტანსაცმლის ბრენდის კამპანია

ამიერიდან ინსტაგრამზე მონაცემების გაზიარების გათიშვა შეგვიძლია