მაღალსართულიანი შენობების არქიტექტურა ახალ სტილებს ამუშავებს, როგორიცაა, მაგალითად, შეჭრილი შუშა, რომლის მსგავსი დიზაინიც უკვე მთელ მსოფლიოში გვხვდება. გამოცემა Fast Company-ს მიხედვით, ამ სტილს „ნაწიბუროვანი არქიტექტურა“ ჰქვია და ეს არის სტრატეგია, რომელსაც არქიტექტორები იყენებენ, როცა მაღალ შენობებში გარე სივრცეების ესთეტიკის შეტანა სურთ.
მაგალითისთვის შეგვიძლია, მოვიყვანოთ One River North-ის 15-სართულიანი მულტიფუნქციური შენობა დენვერში, რომლის დიზაინიც MAD Architects ეკუთვნის. მეტი ბუნებრივობისთვის, ის ჰგავს ქვის გამოქვაბულებს, რომლებიც შენობის გლუვ, მინის ექსტერიერშია გამოკვეთილი. მთავარი არქიტექტორის თქმით, ასეთი დიზაინის მიზანია, ადამიანს ეგონოს, თითქოს ბუნებრივ ლანდშაფტშია ჩაძირული მაშინაც კი, როცა ურბანულ სივრცეში იმყოფება.

ეს ადგილები მოიცავს გამწვანებასა და მოსასვენებელ სივრცეებს. ყველა სართული კიბით უკავშირდება ერთმანეთს და ტერასაზე განთავსებულია აუზი, სპა და ბაღი. აქ სტუმრობა ბუნებაში გასეირნებას წააგავს და ისეთ შთაბეჭდილებასაც კი ქმნის, თითქოს კანიონთან ახლოს ვართ.
თუმცა, გარდა სილამაზისა, ამ დიზაინს ფუნქციური დანიშნულებაც აქვს. ის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ფიზიკური დატვირთვისთვის გამოიყენება შენობის დატოვების გარეშე.
















