in

JWST-ს ახალ ფოტოში გალაქტიკის კლასტერი ჩანს

ასტრონომებმა ამჯერად ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი იმ გალაქტიკის კლასტერისკენ მიმართეს, რომელიც ჩვენგან დაახლოებით 6.3 სინათლის წლითაა დაშორებული. SDSS J1226+2149 იმდენ ვარსკვლავს შეიცავს და იმდენი პლანეტარული წონა გააჩნია, რომ სივრცის გადახრას იწვევს. ე. წ. გრავიტაციული ლინზირებით მიღებული გამოსახულება კი ადიდებს ან ამახინჯებს შორეულ მასიურ ობიექტებს. დიახ, სწორედ ამიტომ ხედავთ „ცხენთევზას“ ფოტოზე…

ვების ტელესკოპი ასტრონომებს ახლა საშუალებას აძლევს, დააკვირდნენ ზოგიერთ ადრეულ გალაქტიკას, რომელიც სადღაც 13 მილიარდი წლის წინ უნდა დაბადებულიყო, ანუ მაშინ, როცა ჩვენი სამყარო ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო. 

თუ სურათს კარგად დააკვირდებით მასზე წითელ მოგრძო და ნათელ ხაზებს დაინახავთ და ერთ-ერთი ძალიან ჰგავს კოსმოსურ ცხენთევზას… ობიექტის ასეთი მასშტაბით გადიდება მეცნიერებს ეხმარება, უკეთ დააკვირდნენ გალაქტიკასა და ვარსკვლავების წარმოქმნის პროცესს. 

JWST კი ჩვენს გაოცებას გიგანტური სარკით ახერხებს, რომელსაც მეტი სინათლის დაფიქსირების უნარი აქვს, რაც უფრო შორეულ, ძველ ობიექტებზე დაკვირვების საშუალებას აძლევს. ვების ინფრაწითელი ხედვა კი იმას ნიშნავს, რომ მას არსებულ სივრცეში ძალიან შორს შეუძლია გაიხედოს. რაც შეეხება სპექტომეტრებს, იგი შორეულ სამყაროზე ჩვენს აღქმებს თავდაყირა აყენებს…

ბოლო 30 წელში ზღვის დონე 9 სანტიმეტრით გაიზარდა — NASA

როგორ გარდავქმნათ შფოთვა დადებით ენერგიად