in

99 ენაზე თარგმნა, მუსიკების გაზიარება და ფუნქციები, რომლებიც Instagram DM-ს ხვალიდან დაემატება

M2

ინსტაგრამი პირად შეტყობინებებს ახალი ფუნქციებით აუმჯობესებს, რათა უკეთ გაუწიოს კონკურენცია ეფლის iMessage-სა და სხვა მესამე მხარის აპლიკაციებს. ხვალიდან ინსტაგრამის ყველა მომხმარებელი, იქნება ეს iOS-ის თუ Android-ის, მიიღებს წვდომას 99 ენაზე თარგმნის ფუნქციაზე, ხელსაწყოებზე, რომლითაც შეტყობინებების დაგეგმვა და დაპინვაა ჩატში შესაძლებელი, მუსიკების გაზიარებაც და მრავალი სხვა. 

უფრო ზუსტად, მუსიკის გაზიარების ფუნქცია ახალგაზრდა აუდიტორიის მოსაზიდადაა შექმნილი, რომლებიც ხშირად აღმოაჩენენ ხოლმე ახალ სიმღერებს ისეთი სოციალური აპლიკაციების დახმარებით, როგორებიც ინსტაგრამი და ტიკტოკი გახლავთ. ფუნქციაზე წვდომის მისაღებად ჩატში სტიკერის სახით ჩასმულ ღილაკს უნდა დააწვეთ, შემდეგ კი Music აირჩიოთ. როგორც კი ამ ეტაპებს გაივლით, მუსიკის მოძებნას შეძლებთ და მისი 30-წამიანი ფრაგმენტის Instagram Music Library-ში ნახვას. 

გარდა იმისა, რომ მუსიკების მეგობრებთან გაზიარებაა შესაძლებელი, ეს ხელოვანებს გულშემატკივრებთან მისვლის ახალ გზას სთავაზობს…

სხვა ახალი ფუნქციები მომხმარებლებს Instagram DM-ის გამოყენებას გაუმარტივებს და მას მთავარ შეტყობინებების აპლიკაციად აქცევს. თანაც, ახლა გაგზავნილი წერილებისა თუ სხვა ენაზე მიღებული გზავნილების თარგმნას გთავაზობთ. როგორც ზემოთ გითხარით, არც მეტი, არც ნაკლები, 99 ენაზე.

Pin-ის დამატებით კი სურთ, საჭირო ინფორმაციებს ჩატებში მალე მივაგნოთ, იქნება ეს შეტყობინება, სურათი, მიმი თუ რილსი. როგორც ამბობენ, ერთ ჩატში 3 შეტყობინების დაპინვაა შესაძლებელი.

ხოლო, თუ გაგზავნის ღილაკს ცოტათი დიდხანს დააჭერთ, შეტყობინების დაგეგმვის ფუნქციონალს გააქტიურებთ, საიდანაც სასურველი თარიღისა და დროის არჩევას შეძლებთ. თანაც, შეტყობინების გაგზავნა 29 დღით ადრე შეგიძლიათ დაგეგმოთ.

დაბოლოს, კიდევ ერთი განახლება QR კოდებია, რომლის საშუალებითაც მეგობრებს ჯგუფურ ჩატში მოიწვევთ — ჩატში არსებული მოწვევის ლინკიდან ახალი QR Code-ის არჩევა და მისი გაგზავნაა შესაძლებელი, Live-შიც შეგიძლიათ, გააზიაროთ ან Camera Roll-ში შეინახოთ და შემდგომ გამოიყენოთ.

მეცნიერებმა 2800 ახალი შავი ხვრელი აღმოაჩინეს

რა ზიანი მოაქვს გადაჭარბებულ მადლიერებას