2022 წლის Hyundai TUCSON-ი ადამიანი ობობას დებიუტის შემდეგ, „ Sony Picture-ის მორიგ ფილმ “განძის ძიებაში“ გამოჩნდება, რომლის ნახვასაც საქართველოს კინოათეატრებში 10 თებერვლიდან შეძლებთ.
TUCSON-ს მაყურებელი შეცვლილი “Beast” კონცეფციით იხილავს, რომელიც სპეციალურად კონკრეტული ფილმისთვის შეიქმნა. ავტომობილი წარმოდგენილია უხეში ბამპერებით, საბურავებითა და სხვა გარე მოწყობილობებით, რაც საგანძურის ძიების თავგადასავალს კიდევ უფრო სახალისოს ხდის. TUCSON „Beast“-ის გარდა, ფილმში გამოჩნდება წარმოების ისეთი პოპულარული მოდელები, როგორიცაა ახალი ტუსანი, Genesis G90, Genesis G80 და Genesis GV80.
როგორც Hyundai Motor Company-ის მომხმარებელთა გამოცდილების განყოფილების ხელმძღვანელი, აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი და გლობალური მარკეტინგის ოფიცერი, თომას შემერი აცხადებს, ფილმს უამრავი მაყურებელი და თაყვანისმცემელი ეყოლება მთელ მსოფლიოში და ისინი მოხარულნი არიან, წარმოაჩინონ მათი მანქანების შესაძლებლობები და ტექნოლოგიები ისევე კრეატიულად, როგორც ეს შეეფერება Sony Pictures-ის ფილმს. მათი ბოლო თანამშრომლობა “Spider-Man: No Way Home”-თან იყო უდიდესი წარმატება IONIQ 5-ისა და TUCSON-ის პოპულარიზაციისთვის და ახლა მოუთმენლად ელიან ამ იმპულსს “Uncharted”-თან ერთად.
Sony Pictures-ის სათავგადასავლო ფილმი დაფუძნებულია ამავე სახელწოდების პოპულარულ PlayStation ვიდეო თამაშზე, Uncharted. ფილმში ქუჩის ჭკვიანი ქურდი ნათან დრეიკი (ტომ ჰოლანდი) აყვანილია საგანძურის გამოცდილი მონადირე, ვიქტორ „სალი“ სალივანის (მარკ უოლბერგი) მიერ, 500 წლის წინ დაკარგული ქონების დასაბრუნებლად. დუეტი იწყებს ძარცვის საქმეს, რომელიც გლობალური რბოლა ხდება პრიზის მისაღწევად მანამ, სანამ დაუნდობელი მონკადა (ანტონიო ბანდერასი) მიაღწევს, რომელიც თვლის, რომ ის და მისი ოჯახი კანონიერი მემკვიდრეები არიან. თუ ნეიტი და სალი შეძლებენ, გაშიფრონ მინიშნებები და ამოხსნან მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი საიდუმლო, ისინი იპოვიან 5 მილიარდ დოლარს საგანძურში და შესაძლოა ნეიტის დიდი ხნის დაკარგული ძმაც კი იპოვონ, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისწავლიან ერთად მუშაობას.
“Hyundai-ის გუნდმა შექმნა სახალისო და გლობალური კამპანია, რომელიც შესანიშნავად ასახავს “განძის ძიებაშის” თავგადასავლების ტონს და კიდევ უფრო ამტკიცებს იმას, თუ რატომ ხდებიან ისინი ასეთი შესანიშნავი პარტნიორები”, – თქვა ჯეფრი გოდსიკმა, Global Partnerships-ის, ბრენდის მენეჯმენტისა და გასართობი განყოფილების ხელმძღვანელმა Sony-ში.
ფილმის მარკეტინგული აქტივობების ფარგლებში, Hyundai Motor-მა გამოუშვა გლობალური სატელევიზიო რეკლამა ტომ ჰოლანდის მონაწილეობით და დაგეგმა სხვადასხვა ციფრული თუ ადგილობრივი სარეკლამო აქტივობა. 60-წამიან რეკლამაში „Car Wash“ ჰოლანდი წარმოდგენილია ნათან დრეიკის როლით, რომელიც მიდის ადგილობრივ ავტოსამრეცხაოში ტალახიანი TUCSON-ით და სავსეა სხვადასხვა საგანძურის საძიებო ხელსაწყოებითა და ნივთებით. სანამ მისი მანქანა ირეცხება, ნათანი მანქანის სამრეცხაოში ისვენებს და ელოდება, თუ როდის იქნება მისი TUCSON-ი სუფთა, რათა მზად შეხვდეს მორიგ თავგადასავლებს.
როგორც Hyundai Motor America-ს მარკეტინგის მთავარი დირექტორი, ანგელა ზეპედა ამბობს, ამ კამპანიით სურდათ ტუსანის იმ სულისკვეთების გადმოცემა, რაც მიუთითებს, რომ ეს მოდელი ყველანაირი თავგადასავლისთვისაა მზად.
Hyundai Motor-მა და Sony Pictures-მა ჯერ კიდევ 2020 წელს დადეს სარეკლამო პარტნიორობის შეთანხმება და მისი მიზანი კომპანიის მიერ ადამიანის მობილობასა და ტექნოლოგიურ ინოვაციებზე ხედვის წარმოჩენაა. Hyundai Motor-ს შემდეგი ინტეგრაცია ექნება “Spider-Man™: Across the Spider-Verse”-ის პირველ ნაწილში, რომლის პრემიერა 2022 წლის ოქტომბერში იგეგმება.