in

ახალი iMac სხვადასხვა ფერებში იქნება ხელმისაწვდომი

მოწყობილობა 85%-მდე უფრო სწრაფ მუშაობას გვთავაზობს

ალბათ, უკვე დიდი ხანია, Apple-ის აქტიური მომხმარებლები iMac-ის განახლებას ელოდნენ. ახლა კი, 2000-იანი წლების შემდეგ პირველად ვიხილეთ მისი ფერადოვანი განახლება.

მაშ ასე, რა შეიცვალა კონკრეტულად?

Apple-მა კომპიუტერის მოხმარება კიდევ უფრო მოსახერხებელი გახადა – კომპანიამ მაგნიტური დენის კაბელი შექმნა. ამიტომ, ახლა უფრო კომფორტულად მოთავსდებით კომპიუტერის დენცქვიტაში შეერთების გარეშე. ასევე, კვების ადაპტერში Ethernet პორტია მოთავსებული – ასე რომ, აღარ მოგიწევთ სამუშაო მაგიდის სხვა კაბელებით გადატვირთვა, მყარი ინტერნეტ კავშირის მისაღებად.

გარდა ამისა, კომპიუტერი M1 პროცესორით არის აღჭურვილი და კიდევ ბევრი ისეთი ახალი მახასიათებელი აქვს, რომლითაც განახლებული iMac ნამდვილად დაიმსახურებს მომხმარებელთა სიყვარულს. საერთო ჯამში, კომპანია ამბობს, რომ ახალი iMac 85%-მდე უფრო სწრაფ მუშაობას გვთავაზობს – თანაც, ეს ეხება ისეთ აპლიკაციებსაც, როგორებიცაა Affinito Photo და Photoshop.

კომპანია ასევე ამტკიცებს, რომ iMac-ის ახალ დინამიკებს საუკეთესო აუდიო მონაცემები აქვს. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული 1080p გარჩევადობის მქონე FaceTime კამერა.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე iMac-ის ღირებულება 1 299 დოლარიდან დაიწყება. მონაცემების გაუმჯობესების სურვილის შემთხვევაში კი თანხა $1 499-ს მიაღწევს.

როგორ მოვიზიდოთ ტალანტები ჩვენს ორგანიზაციაში?

FINANCIAL-ის ორგანიზებით, CSR Forum გაიმართება, რომლის გენერალური წარმდგენიც „აჭარაბეთია“