in

ახალი iPad Air, A15 Bionic ჩიპით, გაზაფხულზე გამოვა

მოწყობილობა ოთხ ფერში იქნება ხელმისაწვდომი

veon
veon

იაპონური ბლოგის, Mac Otakara-ს მიხედვით, Apple მეხუთე თაობის iPad Air-ს მეექვსე თაობის iPad Mini-ს მსგავსი მონაცემებით გამოუშვებს. ტაბლეტი A15 Bionic ჩიპით იქნება აღჭურვილი და 12 მეგაპიქსელიანი ულტრაფართო წინა კამერას Center Stage-ის მხარდაჭერით და Quad LED True Tone ფლეშ განათებასაც მიიღებს.

როგორც Bloomberg-ის ჟურნალისტი, მარკ გურმანი აღნიშნავს, ეფლის წლის პირველი ღონისძიება, ტრადიციისამებრ, მარტში ან აპრილში გაიმართება და iPad Air-სა და ახალ iPhone SE-ს სწორედ აქ ვიხილავთ.

ახალი iPad Air დიზაინით ისეთივე იქნება, როგორიც მისი წინამორბედია. ტაბლეტი ერთ მთავარ კამერას მიიღებს. წინა თაობის iPad Air 2020 წლის ოქტომბერში გამოვიდა და ის 10.9 ინჩიანი ვიწრო ჩარჩოების მქონე ეკრანით იყო აღჭურვილი. სავარაუდოდ, ახალი Air-იც მსგავს მონაცემებს შემოგვთავაზებს. ასევე, მას ექნება Touch ID, USB-C პორტი და ფერთა ოთხგვარი არჩევანი — Space Gray, Silver, Green, Rose Gold და Sky Blue.

ამასთან, Mac Otakara-ს თქმით, iPad Air USB-C პორტს მიიღებს, ხოლო მომავალი 12.9 ინჩიანი iPad Pro 0.5 მმ-ით უფრო სქელი იქნება, რათა მასში mini-LED ეკრანი მოთავსდეს.

ჩინელი მეცნიერების განცხადებით, მათ უძველესი ყვავილი აღმოაჩინეს

Sony-ს 3D კატა ერთი ეკრანიდან მეორეზე ხტება