in

რეკლამამ ძაღლის ახალი ჯიში შექმნა

BOG
BOG

როდესაც ვინმე გეტყვით, რომ ყველაზე ეფექტური სარეკლამო კამპანია იპოვა შეგიძლიათ შეეკამათოთ და კოსტა რიკის ორგანიზაციის, Territorio de Zaguates-ის ძაღლების თავშესაფარი აჩვენოთ.

როგორც ყველამ ვიცით, ჩვენს ენაზე “დვარნიაშკები”-ს შეფარებას ყველა ერიდება. ყველა ცდილობს ჯიშიანი ძაღლი ჰყავდეს. ერთის მხრივ ჯიშიანი ძაღლი უფრო ჭკვიანი გონიათ და მეორეს მხრივ ადამიანები, ვისთვისაც ძაღლი “აქსესუარია” ჯიშს, ფასს და წარმომავლობას დიდ ყურადღებას აქცევს.

რეკლამას ყველაფერი შეუძლია, უჯიშო ძაღლის უნიკალურობად ქცევაც.

პრობლემა: ძაღლების თავშესაფარში, ძაღლების 94% პატრონის გარეშე რჩება მხოლოდ იმის გამო, რომ შერეული სისხლი აქვს.

რეკლამამ ეს პრობლემა რამოდენიმე პოსტერით და სლოგანით გადაჭრა.

ძაღლებს გადაუღეს ფოტოები, ატვირთეს სოც. ქსელში და მესიჯის სახით გაავრცელეს “ათასობით ერთნაირი ჯიშის ძაღლი არსებობს. ეს ძაღლი უნიკალურია და დედამიწაზე ერთადერთია”.

შედეგად ადამიანებმა ამ “საეჭვო” წარმომავლობის ძაღლებს სრულიად სხვა თვალით შეაფასეს.

ფულის-სიმბოლო

ქართულ ლარს გაზაფხულზე საკუთარი სიმბოლო ექნება

Virgin America-ს ფრენის უსაფრთხოების ვიდეო