in

„ახალი ხედვა“ – „სფეროს ლიდერი კომპანია“

სამედიცინო ჯგუფი „ახალი ხედვა“ ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური პროდუქციის მაღაზიათა ქსელს, კლინიკასა და კორპორატიულ მომსახურებას აერთიანებს. ანუ აქ ყველაფერია, რაც კლინიკებს, აფთიაქებს ან ერთ ადამიანს შეიძლება, დასჭირდეს. კომპანიის გენერალური დირექტორის გიორგი მონასელიძის თქმით, მთავარ მიზანს, დაარსებიდან 9 წლის თავზე უკვე მიაღწიეს – „ახალი ხედვა“ ბაზრის ლიდერია. თუმცა, ამბობს, რომ ეს გზა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა.

კომპანიას რომ ვაარსებდი, ჩემი თავდაპირველი მიზანი იყორაღაცისკეთება, ისე რომ არ მქონდა გრძელვადიანი მკაფიო ხედვა და გეგმები, უბრალოდ მინდოდა რომ ვყოფილიყავი საუკეთესო ჩემს სფეროში. ძალიან ბევრი ადამიანია გარშემო, ვისაც აქვს განცდა, რომ თუ ზუსტი, გრძელვადიანი ხედვა, გამოცდილება, ტექნიკური და სხვა უნარები არ ექნება, შეუძლებელია საკუთარის საქმის დაწყება. არა და ჩემ  შემთხვევაში, ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია წარმატების მიღწევაში. იმედი მაქვს, ეს სიტყვები ბევრ ადამიანს მიცემს სტიმულს, დაიწყო და გზადაგზა დაგეგმოს მომავალი. თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის სჯობს  წინასწარ იცოდე, სად მიდიხარ და რა გზებით მიხვიდე დასახულ მიზნამდე. უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ საკუთარ მიზანზე უარი არ უნდა თქვა და მისაღწევად ყველაფერი გააკეთო, რაც შენს ხელთაა. დანარჩენს კი ეტაპობრივად, გზადაგზა თავად გიჩვენებს საქმე“. 

შემდეგ, როგორ განვითარდა მოვლენები, რა გახდა კომპანიის მთავარი მიზანი და მისია?  

გიორგი მონასელიძე

გიორგი მონასელიძე: ჩემი მიზანი იყო „ახალი ხედვა“ ყოფილიყო სფეროს ლიდერი კომპანია. დღეს, ამაყად ვამბობთ, ეს მიზანი მიღწეულია. თუმცა, ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს წინ, ძალიან გვინდა, ევროპული გამოცდილება გადმოვიტანოთ ჩვენს ქვეყანაში. პირველ რიგში, ვგულისხმობ, მაღალი სტანდარტის მომსახურებას და იმას, რომ მომხმარებელმა, ერთ სივრცეში შეძლოს ორთოპედიული თუ ტრავმატოლოგიურ პროდუქციის მიღება. რაც მთავარია, გვსურს ეს მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს ყველა ქალაქში, მთელი ქვეყნის მაშტაბით.

„ახალ ხედვას“ აქვს სამი მიმართულება – მაღაზიათა ქსელი, კლინიკა და კორპორატიული გაყიდვები. უფრო დეტალურად რომ გვიამბოთ თქვენი პროდუქციისა და სერვისების შესახებ. 

პირველი – „ახალი ხედვისმაღაზიათა ქსელი, სადაც მომხმარებელს შეუძლია, შეიძინოს ნებისმიერი სახეობის ორთოპედიული თუ ტრავმატოლოგიური მოვლის საგნები და საოჯახო მედტექნიკა. ჩვენ ვართ შვეიცარული კომპანიასიგვარისის“, გერმანულიბაუერფეინდისადადარკოსექსკლუზიური წარმომადგენლები. ეს ბრენდები ასოცირდება ხარისხთან, რაც გამოგვარჩევს ნებისმიერი სხვა კომპანიისგან. ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მომხმარებელს ასევე ვთავაზობთ საშუალო სეგმენტის პროდუქციას, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს  მნიშვნელოვანი პროდუქტები. ასევე აღვნიშნავ, რომ გვაქვს 24-საათიანი საკურიერო მომსახურება დედაქალაქში, ხოლო რეგიონებში ფოსტის საშუალებით ვაწვდით პროდუქციას. მეორე ეს არისახალი ხედვისკლინიკა, სადაც მომხმარებელს ვთავაზობთ ფეხის ტერფის დეტალურ გამოკვლევას და ინდივიდუალური ღაბაშის (სუპინატორის) დამზადებას, უნიკალური იტალიური აპარატურით. ინდივიდუალური ღაბაშის დამზადება იწყება 3-4 წლიდან ნებისმიერ ასაკამდე. ფეხის ტერფის პრობლემები ძალიან გავრცელებულია. დროული დიაგნოზი და მკურნალობა კი გადამწყვეტია, რომ მომავალში ავიცილოთ უამრავი სახის ძვალსახსროვანი დაავადება. ჩვენი მესამე მიმართულება არის კორპორატიული გაყიდვებიკლინიკებს ვამარაგებთ ტრავმატოლოგიური იმპლანტებით. ასევე ვთანამშრომლობთ აფთიაქებთან და სხვა სამედიცინო დაწესებულებებთან.

რა ვითარებაა დღეს აღნიშნულ ბაზარზე და თქვენ რა გამოწვევების წინაშე ხართ?  

როგორც ყველას, ჩვენს სექტორსაც შეეხო პანდემია – სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, გეგმიური ოპერაციების დაფინანსების გაცემა შეჩერებულია, რაც პირდაპირ აისახება როგორც კორპორატიულ, ისე  საცალო გაყიდვებზე. მიუხედავად იმისა, რომ „ლოქდაუნი“ ჩვენს მიმართულებას არ შეეხო, მომხმარებლების და გაყიდვების დაკლების გამო მოგვიწია, რამდენიმე მაღაზიის დაკეტვა, ან დროებით შეჩერება. რაც შეეხება, გამოწვევებს, დღეს, სახელმწიფოს მხრიდან, არ არსებობს გარკვეული ტიპის რეგულაციები. ეს ერთი მხრივ, აადვილებს საქმის წარმოებას, მაგრამ მეორეს მხრივ არის რისკი რომ მომხმარებელმა მიიღოს ისეთი პროდუქცია რომელიც არ შესსაბამება საერთაშორისო სტანდრტებს. თუ ამ მიმართულებით, სახელწიფო გარკვეულ რეგულაციებს შეიმუშავებს, დარწმუნებული ვარ მომხმარებელი ბევრად უფრო მაღალი ხარისხის პროდუქციას და მომსახურებას მიიღებს.

 

თავადვე აღნიშნეთ, რომ დღეს არსებული ეკოსისტემით, ამ ბაზარზე საქმიანობის დაწყება მარტივია. შესაბამისად, არის ბევრი კომპანია და დიდია კონკურენცია. „ახალი ხედვა“ რითია მათ შორის გამორჩეული?  

ამაზე ძალიან კონკრეტული პასუხი მაქვს: 1. პროდუქციის არჩევანი, ფასის და ხარისხის მიხედვით. 2. მაღაზიების ლოკაციები – პაციენტს არ უწევს ბევრი სიარული სასურველი პროდუქციის შესაძენად. 3. საკურიერო მომსახურება – ჩვენ თბილისში ვემსახურებით 24/7, ადგილზე მიგვაქვს პროდუქტები, ზომებით და ადგილზე ვეხმარებით სასურველი პროდუქციის მორგებაში. 4. ონლაინგაყიდვები – მომხმარებელს, მარტივად, ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, შეუძლია, შეიძინოს პროდუქცია. 5. კვალიფიციური კონსულტანტები და გაყიდვების წარმომადგენლები. 6. სპეციალური შეკვეთების ჩამოტანა, ნებისმიერი ქვეყნიდან, ძალიან მოკლე ხანში.7. ყველაფერი ერთ სივრცეში.

თქვენი სამედიცინო ჯგუფი ერთ-ერთია, რომელიც ღიაა დასაქმების მსურველთათვის. კონკრეტულად, რას სთავაზობთ მათ?

პირველ რიგში, ვთავაზობთ პოტენციალის სრულ რეალიზებას. ჩვენთან ყოველთვის ეძლევა თანამშრომელს საკუთარი იდეების, ინიციატივების წამოყენება და რეალიზება. ასევე ვთავაზობთ მეგობრულ გარემოს, პროფესიულ და თვითგანვითარებას.

რაც შეეხება თქვენს სამომავლო გეგმებს . . . 

პირველ მიზანი არის დავუბრუნდეთ პანდემიამდე არსებული მდგომარეობას. შემდეგ კი –  დავამატოთ ახალი პროდუქტები და მომსახურება. ასევე ჩვენს გეგმებში შედის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და ვიტყოდი, აუცილებელიც კი, საკუთარ ჯანმრთელობაზე დროულად ზრუნვა.

 

[R]

დრონებით რბოლა – სპორტის ახალი სახეობა, რომელიც სწრაფი ტემპით ვითარდება

„რომპეტროლი“ კოვიდთან მებრძოლ მედპერსონალს სამი თვის განმავლობაში ლანჩით უზრუნველჰყოფს