სამედიცინო ჯგუფ „ახალი ხედვის“ კიდევ ერთი მაღაზია დიღმის მასივში, ლუბლიანას #60-ში გაიხსნა. კომპანია, მომხმარებელს, ორთოპედიული პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს – ფიქსატორები, სუპინატორები, ვარიკოზისა და ავადმყოფის მოვლის საშუალებები.

„პანდემიური პერიოდიდან გამომდინარე, ჩვენთან, ასევე, შეგიძლიათ, შეიძინოთ კორონავირუსისგან თავდაცვისთვის აუცილებელი ყველა საშუალება. ზოგადად, ქსელის ზრდასთან ერთად, კომპანიის მენეჯმენტი განსაკუთრებულად ზრუნავს ასორტიმენტის მრავალფეროვნებასა და განახლებაზე“.


„ახალ ხედვას“, საქართველოს მაშტაბით, 16 ფილიალი აქვს. თბილისის მაღაზიაში შეძენილ პროდუქციას, თქვენთვის სასურველ მისამართზე, კომპანიის საკურიერო მომსახურებით, რეგიონებში კი „საქართვლოს ფოსტით“ მიიღებთ.













