in

ახალი ხელის კონსოლის Playdate წინასწარი შეკვეთა ივლისში იწყება!

მისი ღირებლება 179 დოლარს აღწევს

veon
veon

ალბათ, ხელის კონსოლები ყველასათვის საყვარელი თავშესაქცევია. Panic კი იმედოვნებს, რომ თავისი ახალი, უნიკალური კონსოლით Playdate კიდევ უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის ჩვენს გამოცდილებას.

ყვითელი ფერის კონსოლი მართლაც ძალიან მშვენიერია, თავისი საყვარელი ხელის ბერკეტით და შავ-თეთრი ეკრანით. სავარაუდოდ, მისი წინასწარი შეკვეთა 179 დოლარად უკვე ივლისიდან იქნება შესაძლებელი. “რაც უფრო ადრე შეუკვეთთ, მით უფრო მალე მიიღებთ მას, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, მოულოდნელად შევწყვიტოთ გაყიდვები” – ამბობს Panic-ის დამფუძნებელი ლაბელ საზერი.

ამასთან ერთად, კომპანიამ დააანონსა Playdate-სთვის განკუთვნილი აქსესუარი, რომელიც კონსოლის ძველი ტელევიზორის მსგავს მდგომარეობაში განთავსების საშუალებას მოგცემთ. აქსესუარი მოიცავს ბლუთუზ დინამიკს და სპეციალური კალმის მოსათავსებელსაც კი.

როგორც ცნობილია, კონსოლი მთლიანობაში 24 თამაშს მიიღებს. ამ ეტაპზე კი მხოლოდ 21 მათგანია ცნობილი – მათ შორის, Sasquatchers, Casual Birder, Echoic Memory, Executive Golf, Boogie Loops, Zipper, Lost Your Marbles, Saturday Edition და Quhest Chess.

როგორ ვუყუროთ 10 ივნისის მზის დაბნელებას პირდაპირ ეთერში?

გმირი მღრღნელი, რომელიც ნაღმებს ყნოსვით პოულობდა, პენსიაზე გადის