in

ახალი ხელწერა ახალ პროექტში „ჰოუმერ ალფა“

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე გამოცდილი გუნდითა და გრძელვადიანი ინვესტიციებით კომპანია „ჰოუმერი“ შემოვიდა

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ახალი დეველოპერული კომპანია „ჰოუმერი“ შემოვიდა, რომელიც დარგში განსხვავებას კომპანიაში წამყვანი პროფესიონალების  მოზიდვით,  დეტალურად გააზრებული პროექტებითა და  მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვით ქმნის.

კომპანიის გენერალური დირექტორი – ნიკოლოზ მეძმარიაშვილი წლების მანძილზე იყო საბანკო და ფინანსური ინდუსტრიის ლიდერი, ბოლო წლებში კი  წამყვანი დეველოპერული  კომპანიის ხელმძღვანელი. დღეს, ის „ჰოუმერს“ და მის განსაკუთრებულ გუნდს მართავს.

ამბიციური და გააზრებული დასაწყისი

კომპანიის პირველი პროექტი „ჰოუმერ ალფა”, რომელშიც დუბაიში დაფუძნებული საინვესტიციო კომპანია 60 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტირებას განახორციელებს, დიღომში, ბობ უოლშის ქუჩაზე, ამერიკის საელჩოსა და ოლიმპიური აუზის გვერდით შენდება.

ადგილი ქალაქის განაშენიანების პერსპექტივითა და ტერიტორიის გრძელვადიანი განვითარების პოტენციალით შეირჩა და მალე, ის ერთ-ერთი მოთხოვნადი ტერიტორია გახდება თბილისში. 

ინფრასტრუქტურული განვითარება 7,300 კვადრატული მეტრის ფარგლებში ისეა დაგეგმილი, რომ ყველა სივრცემ 24/7-ზე ეფექტურად იმუშაოს.  

პროექტი მოიცავს 4 საცხოვრებელ კორპუსს, მწვანე რეკრეაციულ ზონას, ბავშვების გასართობ და შინაური ცხოველების გასასეირნებლად ცალკე გამოყოფილ სივრცეს, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულებისთვის გათვალისწინებულია სავარჯიშო ტერიტორია და სტადიონი,   პროექტიდან 3 წუთის სავალზე კი მდებარეობს ისეთი უნიკალური სპორტული ინფრასტრუქტურა, როგორიცაა: რაგბის სტადიონი, ოლიმპიური აუზი, ყინულის მოედანი, საფეხბურთო სკოლა, ტანვარჯიშისა და კალათბურთის დარბაზები.

ხელწერა და ინოვაცია

პროექტის ხელწერას წარმოადგენს პირველი მოხატულ ფასადიანი სახლი, რომელიც გარემოს  სრულიად განსხვავებულ ესთეტიკას ანიჭებს და აქ ცხოვრებას განსაკუთრებულს ხდის.

„პროდუქტზე მუშაობის პროცესში გაჩნდა ხედვა, რომ პროექტი გამორჩეული ყოფილიყო არამხოლოდ ფუნქციურად, არამედ ვიზუალურადაც. შედეგად, არქიტექტორისა და ჩვენი, გუნდის ერთობლივი შეთანხმებით, გადავწყვიტეთ რომ ერთ-ერთი შენობის ფასადი, რომლის გაყიდვაც უკვე დაწყებულია, ხელით იქნება მოხატული და შესრულებული. 

ზოგადად, ჩვენი პროექტების ხელწერა მათში არსებული ინოვაციური მიდგომები იქნება. ამ მიდგომებს კი აქვს ერთადერთი მიზანი – ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება უკეთესი გახადოს, მრავალფეროვნება შესძინოს და განავითაროს”, – ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ მეძმარიაშვილი.

„ჰოუმერ ალფას“ პროექტში მთელს გარე და შიდა პერიმეტრზე ჭკვიანი სახლის სისტემებია დამონტაჟებული. ეს ინოვაციური გადაწყვეტა მთელ ტერიტორიაზე მაცხოვრებლისა და სტუმრის მოძრაობას, ლიფტების გამოყენებას და სახლის კარამდე მისვლას კომფორტულს, დაცულს და სასიამოვნოს ხდის.

ცხოვრების ყველა სტილისთვის ნებისმიერ ეტაპზე

ჯანსაღ ცხოვრებაზე გათვლილი გარემო, განაშენიანების ესთეტიკა, პროექტის შიდა და გარე დაგეგმარება, ორიგინალური ვიზუალური სტილი და ჭკვიანი სახლის ინოვაციური ტექნოლოგიები აქ ცხოვრებასა და ინვესტიციას განსაკუთრებულად მიმზიდველად აქცევს. 

აქ ყველასთვის არის სივრცე – მშვიდი ცხოვრებისა თუ სოციალიზაციის მოყვარულებისთვის, წყვილებისთვის, ოჯახებისა თუ დამოუკიდებლად მცხოვრები ადამიანებისთვის.  

ბინებში ოპტიმალურად დაგეგმილი საცხოვრებელი სივრცეები, აივნები თუ ვერანდები ადამიანის ცხოვრების ნებისმიერი ეტაპის მოთხოვნას ითვალისწინებს.

„ეს არის მაღალი კლასის, დეტალურად დამუშავებული, გრძელვადიან მდგრადობაზე გათვლილი პერსპექტიული პროექტი – ადგილი ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც მაღალი ხარისხისა და კომფორტული ყოველდღიური მომსახურების მიღება საუკეთესო ფასში სურს“, – ამბობს კომპანიის კომერციული დირექტორი – სალომე ლაზიშვილი.

დრო და მართვა

ამჟამად „ჰოუმერ ალფას“ სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის შესარჩევად გამოცხადებული ტენდერი დასკვნით ეტაპზეა. მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყება და დასრულდება ეტაპობრივად: 2027 წლის სექტემბერში მე-4 კორპუსი, 2028 წლის  ბოლომდე კი, 2-3 თვის ინტერვალებით, სხვა კორპუსები. 

კომფორტის 24/7-ზე უზრუნველყოფისთვის პარტნიორ კომპანიად „ბენე კომფორტია“ შერჩეული. თანამშრომლობა სრულ სერვისს მოიცავს და გულისხმობს კომპლექსის მენეჯერის მომსახურებას, რეკრეაციული სივრცეების, დანადგარების,  აღჭურვილობისა და ყველა იმ მიმართულების  მონიტორინგს, რაც სასიამოვნო და ბედნიერი ცხოვრების ხელშეწყობისთვისაა მნიშვნელოვანი.   

გამარტივებული გადახდები

რამდენიმე დღის წინ, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა კომპანია Keepz-თან ხელი მოაწერა პარტნიორობას, რომლის ფარგლებშიც „ჰოუმერ ალფაში“ ბინის შეძენა უკვე კრიპტოვალუტითაა შესაძლებელი. 

ამასთანავე, საზღვარგარეთ მცხოვრებ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გადახდა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გამარტივებული წესით, QR კოდის დახმარებით განახორციელონ.

მიზანი

კომპანია „ჰოუმერში“ ჩვენი მიზანი ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და გრძელვადიანი მდგრადი პროექტების შექმნაა, რომელიც თანხვედრაშია ქალაქის განაშენიანების გეგმასთან, ეხმიანება თანამედროვე ცხოვრების გამოწვევებს და რაც მთავარია, ბედნიერი და მშვიდი ცხოვრების საშუალებას აძლევს ადამიანებსა და ოჯახებს.

[R]

მაკო ბერგმანი Baku Flames-ის ჟიურის შემადგენლობაშია

როგორ ზრუნავენ Bolt-ში ხარისხის გაუმჯობესებაზე