in

კვლევა – ჩვენი ყველაზე ადრეული მოგონება ორწლინახევრის ასაკიდან მოდის

რომელია თქვენი პირველი მოგონება?

ახალი კვლევის თანახმად, ყველაზე ადრეული მოგონებები, რომელთა გახსენებაც ადამიანს შეუძლია, ორწლინახევრის ასაკიდან მოდის. შედეგები 21 წლიან კვლევას ეფუძნება და ის არსებული მონაცემების მიმოხილვის გაგრძელებას წარმოადგენს.

მკვლევრებმა ბავშვობის ამნეზიის ექსპერტისა და კვლევის მთავარი ავტორის, დოქტორ ქეროლ პიტერსონის ლაბორატორიაში 1999 წლიდან არსებული მონაცემები შეაგროვეს და 992 მონაწილეზე დაყრდნობით იმუშავეს. საგულისხმოა, რომ 697 მონაწილის მოგონებები მათი მშობლებისას შეადარეს.

როგორც მკვლევრები ირწმუნებიან, ყოველ ჩვენგანს დაახლოებით ორი წლის ასაკიდან ძალიან ბევრი რამ ახსოვს, მაგრამ ამის გაცნობიერება რთულია. როდესაც ვინმეს ყველაზე ადრეული მოგონების გახსენებას სთხოვთ, ერთ-ერთს ამოარჩევს მოგიყვებათ (რომელიც მისი აზრით, მართლაც ყველაზე შორეულია). ხოლო თუ სთხოვთ, კიდევ რამდენიმე გაიხსენოს, გონების მცირეოდენი დაძაბვის შემდეგ, შესაძლოა, მთელი წლით ადრეული ამბავი მოგიყვეთ.

“ადრეული მეხსიერების წარმოქმნის დროს ეს მოძრავი სამიზნეა და არა ცალკეული სტატიკური მეხსიერება” – განმარტავს ქეროლ პიტერსონი. ამრიგად, როდესაც ადამიანს ადრეული მეხსიერების შესახებ ეკითხებიან, არ არსებობს რაიმე გამყოფი ზღვარი, რომლის მიღმაც აღარ არსებობს რაიმე მოგონება. უფრო მეტიც, როგორც ჩანს, ყველას ცნობიერშია პოტენციური მოგონებების ერთობლიობა, რომლიდანაც ბავშვები და მოზრდილები კონკრეტულ მათგანს იხსენებენ.

“ასევე, დავამტკიცეთ, რომ ეს ადრეული მოგონებები ძირითადად არასწორია. ადამიანთა წარმოდგენებში ისინი თავიანთ რეალურ ასაკთან შედარებით ბევრად დიდები არიან” – აღნიშნავენ მკვლევრები. გამოდის, ბავშვობისდროინდელი მოგონებები ბევრად ადრე ხდება, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. კვლევის ფარგლებში წარმოდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით პოტენციური მეხსიერების საათის გადაადგილების მტკიცებულება “დამაჯერებელია”… მაგალითად, რამდენიმე ზრდასრულის მიერ ერთი და იგივე მოგონების გახსენებისას, ასაკი იცვლებოდა.

მიღებული შედგები მოწმობს, რომ რაც უფრო დისტანციურია მეხსიერება, ე. წ. “ტელესკოპური” ეფექტის მეშვეობით, ადამიანი მას უფრო ახლო წარსულად აღიქვამს. ამგვარი ტენდენცია 4 წლის ასაკამდე პერიოდს ეხება – ამ დროიდან უკვე სწორად მიმდინარეობს დროის ხაზის აღქმა.

ამჟამად კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და როგორც თავად მკვლევრები აღნიშნავენ, უფრო ზუსტი პასუხების მისაღებად დამატებითი ექსპერიმენტებია საჭირო.

ნიკა მაჩაიძის მუსიკალური ანთოლოგიის სერია CES Records-ზე გამოვა

„ბილაინმა“ და „ნოკიამ“, ძირითადი ქსელის მოდერნიზაციისთვის, ხელშეკრულება გააფორმეს