in

ტვინი სხეულის გარეშე — ახალი მოწყობილობა მას 5 საათს აცოცხლებს

ამბავი ასეთია: მეცნიერებმა განავითარეს მეთოდი, რომლითაც შეუძლიათ ტვინი ცოცხლად შეინარჩუნონ ისე, რომ რამდენიმე საათი სხეულთან კავშირის გარეშე იფუნქციონიროს — გეთანხმებით, ნამდვილად უცნაური მეცნიერული ექსპერიმენტია…

M2
M2

თუმცა ამისთვის Texas Southwestern Medical Center-ის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა პროცესში ორი ღორი ჩართო, მათი თავი და სხეული ერთმანეთისგან განაცალკევა და ტვინი იმ მოწყობილობას მიამაგრა, რომელიც სისხლის მიმოქცევის სისტემას ჰბაძავს (EPCC). ეს იმას ნიშნავს, რომ მოწყობილობა აგრძელებს სისხლის გადატუმბვას ტვინში ზუსტად ისე, როგორც ბუნებრივად ხდება, როცა იგი სხეულთანაა დაკავშირებული.

ეს ექსპერიმენტი რაღაც კოშმარს უფრო კი ჰგავს, მაგრამ მეცნიერები ამას შემდეგი მიზნით ამართლებენ, რომ ტვინი სხვა სხეულის ფუნქციებისგან დამოუკიდებლად შეესწავლათ. მიუხედავად ამისა, სისტემამაც შეიძლება რაღაც გვერდითი ეფექტები გამოავლინოს… 

ეს ახალი მეთოდი კვლევას საშუალებას აძლევს, უპასუხოს ფსიქოლოგიურ კითხვებს იმ გზით, რომლითაც არასდროს წავსულვართ…, — აცხადებს უან პასკუალი, პროფესორი. 

პროცესი კი ასეთი იყო: ორ ღორს ანესთეზიის ქვეშ აკვირდებოდნენ და მათ სასიცოცხლო მნიშვნელობებს თვალს ადევნებდნენ. შემდეგ გახსნეს თავის ქალა, რათა ტვინზე ელექტროდები მიემაგრებინათ, გამოჰყვეს მნიშვნელოვანი არტერიებისგან, რომლებიც სხეულის დანარჩენ ნაწილთან აკავშირებდა მას და EPCC-ზე მიამაგრეს. სხეულთან გაწყვეტილი კავშირის მიუხედავად, მათ ტვინის ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნება 5 საათის განმავლობაში შეძლეს — ჩვენთვის კი საშინლად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ სამეცნიერო თვალსაზრისით ეს შთამბეჭდავია…

ექსპერიმენტში მკვლევართა ჯგუფმა ტვინზე შაქრის გავლენა შეისწავლა, სხეულის სხვა მექანიზმებისგან განცალკევებით, რომლებმაც შეიძლება, ამ პროცესზე იმოქმედოს. სამომავლოდ კი გუნდს აინტერესებს, ეს ახალი პროცესი სისხლს ტუმბავს თუ არა ადამიანის გულის მსგავსად, განსხვავებით არსებული კარდიოპულმონარული მოწყობილობებისგან, რომლებიც სისხლს სხეულში უწყვეტი ნაკადით გზავნის.

რომელი დინოზავრი ცხოვრობდა თქვენს სახლთან ახლოს?

ახალი წლის დღესასწაულსაც ახლავს მცირე უსიამოვნებები