in

რობოტმა რუბიკის კუბი თვალის დახამხამებაზე ნაკლებ დროში ააწყო! — გინესის ახალი რეკორდი

როცა საქმე რობოტის მიერ რუბიკის კუბის აწყობას ეხება, რთული წარმოსადგენია, რამხელა პროგრესის მიღწევაა შესაძლებელი: უახლესი რეკორდული დრო არც მეტი, არც ნაკლები 103 მილიწამია! მსოფლიო რეკორდსმენები აშშ-ის პერდიუს უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტების 4-კაციანი გუნდია. მათმა მიღწევამ კი უკვე დაიდო ბინა Guinness World Records-ის ოფიციალურ საიტზე.

კუბი ისე სწრაფად ააწყვეს, რომ თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებდით — სანამ გაანალიზებთ, რომ ავაწყვეთ, აწყობილი დაგხვდებათ, სანამ გაანალიზებთ, რომ საერთოდ მოძრაობს, იგი აწყობილია. ასე კი Mitsubishi-ის 305-მილიწამიანი რეკორდი მოხსნეს. ეს ამბავი კი 9 წლის წინ დაიწყო, როცა რეკორდული დრო პირველად ჩამოსცდა წამს…

უსწრაფეს რობოტს Purdubik’s Cube ეწოდება და სხვადასხვა ინოვაციას აერთიანებს ამ სახელის ქვეშ. უპირველესად, კუბი ისეა გადაწყობილი, რომ სწრაფი მანევრირებისას არ დაიშალოს. ამასთან, მანქანური ხედვის სისტემა აქვს, რომელიც ნებისმიერ დროს ამოიცნობს, სად მდებარეობს ფერადი ბლოკები. ამას კი სტუდენტების მიერ შემუშავებული სპეციალური ალგორითმები ემატება, რომლებიც ადგენს, როგორ უნდა მობრუნდეს ბლოკები, რომ კუბი ეფექტურად აიწყოს.

სტუდენტების გუნდმა კუბიც ისე დახვეწა, რომ მოძრაობების აჩქარება და შენელება მილიწამებში გამხდარიყო შესაძლებელი. შედეგად კი, დანადგარს ვიღებთ, რომელიც ახალ სტანდარტებს აწესებს მაღალი სიჩქარით ობიექტების მანიპულაციისას.

ეს მიღწევა უბრალოდ რეკორდის მოხსნა არ არის, არღვევს საზღვრებს იმისა, თუ რისი გაკეთება შეუძლია სინთეტიკურ სისტემებს. გვეხმარება, უკეთ გავიაზროთ ულტრა სწრაფი კოორდინირებული საკონტროლო სისტემები, რომლებიც ბუნებაში გვხვდება, — ამბობს პატრიკ ნიუნი, პროფესორი.

და გაინტერესებთ, რა შედეგები აქვთ რუბიკის კუბის აწყობაში ადამიანებს? თუ რობოტი ამას 103 მილიწამში აკეთებს, ადამიანების რეკორდი 3.05 წამია და იგი 7 წლის ჩინელ ქსუანი გენგს ეკუთვნის. საინტერესოა, რომ 1970-იანი წლების შემდეგ, ანუ რუბიკის კუბის შემოსვლიდან დღემდე, რეკორდსმენები წინა შედეგებით იყვნენ შთაგონებული და ახლა ზუსტად ამას ამბობს სტუდენტთა გუნდის ერთ-ერთი წევრი:

ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემი ინსპირაცია წინა რეკორდის მფლობელი იყო. სკოლაში როცა ვიყავი, MIT-ის სტუდენტების ვიდეო ვნახე, რომელშიც კუბს 380 მილიწამში აწყობენ. ვიფიქრე, ძალიან მაგარი პროექტია, მეც ვცდი და ერთ დღესაც მოვხსნი… ახლა კი აქ ვარ, პერდიუში და ვამტკიცებ, რომ ჩვენ უფრო სწრაფად შეგვიძლია.

„როდის „მოვკლათ“ ბიზნესი?“ – თიბისის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება

გიორგი ვახტანგიშვილმა Spotlight Tech-ზე მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის შესახებ გამოცდილება გააზიარა