in

49 500 ვიზიტორი და ათეულობით ღონისძიება – პროექტმა „ახალი მზიური“ მიღწეული შედეგები წარადგინა

16 მაისს, მზიურის განახლებულ კაფეში პროექტ “ახალი მზიურის” გუნდის მიერ მომზადებული წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. კაფემ, წლის მანძილზე 49 500 ვიზიტორს უმასპინძლა, ჩაატარა 35 შემეცნებითი ღონისძიება, 7 კონცერტი და 4 ფესტივალი. ამჟამად, კაფეში 16 ადამიანია დასაქმებული, მათგან 2 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირი.

ფოტოს ავტორი: ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია

პროექტში განხორციელდა 248,277 ლარის ინვესტიცია, სახელმწიფო, კერძო კომპანიების, რამდენიმე ფონდის და საზოგადოების წევრების ჩართულობით: თბილისის მერია, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდი, თიბისი ბანკი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, „ ლევან მიქელაძის და ფრენკ გრენკის ოჯახის ფონდი და მეგობრები“, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა, „ჯიპისი“.

“ახალი მზიურის” პროექტი 2015 წელს დაიწყო და მისი მიზანი იყო პარკის ტერიტორიაზე მრავალი წლის მანძილზე მიტოვებულ შენობაში სოციალური კაფეს მოწყობა, ამფითეატრის რეაბილიტაცია, არსებული მწვანე საფარის შენარჩუნება/განვითარება, პარკის ტერიტორიაზე  საბავშვო მოედნების მოწყობა და  რეაბილიტირებული ტერიტორის საგანმანათლებლო და გასართობი აქტივობების ადგილად ქცევა.

სოციალური კაფე გაიხსნა გასული წლის 1 ივნისს და პროექტმა დაწყებისთანავე გამოიწვია დიდი გამოხმაურება და საზოგადოების  ჩართულობა.

დღეს, მზიურში ფუნქციონირებს სოციალური  კაფე, რომელიც მთელი  წლის მანძილზე მართავს სხვადასხვა სახის გასართობ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს. შენობა სრულად ადაპტირდა შშმ პირებისთვის,  დასაქმდა რამდენიმე სპეციალური საჭიროებების ადამიანი,  მნიშვნელოვლად გაიზარდა პარკში ვიზიტორთა როდენობა, გაჩნდა ახალი თავისუფალი სივრცე სხვადასხვა აქტივობების ჩასატარებლად.

ფოტოს ავტორი: ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია

იდეა განხორციელდა სხვადასხვა კომპანიებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ავტორებს  მომავალში მნიშვნელოვანი გეგმები აქვთ, რომლის განხორციელებისას საზოგადოების, მთავრობის და კერძო სექტორის ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ “ახალ მზიურს” 2 წლით გაუხანგრძლივა ხელშეკრულება.

ფოტოს ავტორი: ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია

არ წახვიდე სახლში მშიერი! – McDonald’s-ის მშიერი ავტოფარეხები

სუპერ სმარტფონი, რომელმაც ყველაფერს გაუძლო – LG-ის ექსპერიმენტი