გუშინ საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ სამი ადამიანი გაფრინდა, რითაც დედამიწის ორბიტაზე მყოფ ადამიანთა რიცხვით ახალი რეკორდი დამყარდა. ნასას კომენტატორი ანა შნეიდერიც ამას ადასტურებს: „ტრიო ორბიტაზეა, რითაც ახალი რეკორდი მყარდება 19 ადამიანთან ერთად…“. რაც შეეხება ძველ რეკორდს, 17 ადამიანს ითვლის და გასულ წელს დაამყარეს.
Soyuz-ის კაფსულას ნასადან დონ პეტიტი და კოსმონავტები ალექსეი ოვჩინინი და ივან ვაგნერი გადაჰყავს. ისინი ISS-ზე ჩვენი დროით დღეს 23:30 საათზე უნდა მივიდნენ და ლაბორატორიაში არსებულ 9 ადამიანს შეუერთდნენ. მათ შორისაა ნასას ასტრონავტები მაიკლ ბერეტი, ტრეისი კალდველ-დაისონი, მეთიუ დომინიკი, ჯინეტ ეპსი, კოსმონავტები ნიკოლაი ჩაბი, ალექსანდერ გრებენკინი და ოლეგ კონონენკო. ამასთან, ბარი უილმორი და სუნი უილიამსი, რომლებიც ახლა წესით სახლში უნდა იყვნენ, მაგრამ შეფერხების გამო 8 დღით წასულებს იქ ყოფნა ნახევარი წლით უწევთ…
ჩინეთის Tiangong-ის კოსმოსურ სადგურზე კი ამჯერად 3 ადამიანი ცხოვრობს – ლი კონგი, ლი გუანგსუ და ი გუანფუ, რომლებიც Shenzhou 18-ის მისიას ასრულებენ. ხოლო თავისუფლად მფრინავ Crew Dragon-ში კიდევ 4 ასტრონავტი ცხოვრობს. ეს კვარტეტი 5-დღიან Polaris Dawn-ის მისიის ფარგლებში გაეშვა და ისტორიაში ახალი მნიშვნელოვანი ფაქტის ჩაწერას აპირებენ — სავარაუდოდ, დღეს ისინი პირველად გავლენ კოსმოსში კერძო ფრენის ფარგლებში.
მეორე მხრივ, ამბობენ, რომ მთლიანობაში ადამიანის რაოდენობის რეკორდი კოსმოსში 20 გახლავთ, რომელიც 2023 წლის მაისში დამყარდა, შემდგომ კი ამ წლის 26 იანვარს. ორივე შემთხვევაში ორბიტაზე მოძრავი 14 მფრინავი 6 კოსმოსის ტურისტს შეუერთდა და სუბორბიტალურ სივრცეს Virgin Galactic-ის VSS Unity კოსმოსური თვითმფრინავით მიაღწია.
თუმცა VSS Unity დედამიწიდან 80 კილომეტრში მდებარეობს, რომელსაც NASA და აშშ-ის სამხედროები კოსმოსის საწყისად მიიჩნევენ, თუმცა მას არ მიუღწევია 100 კილომეტრამდე, ანუ ე. წ. კარმანის ხაზამდე, რასაც ბევრი კოსმოსის საზღვრად თვლის. აი, ამ უკანასკნელთათვის კი კოსმოსში მყოფ ადამიანთა რეკორდი სწორედ 19-ს უდრის და ამას ნასაც ადასტურებს.