in

მეცნიერებმა ბირთვულ სინთეზში ახალი რეკორდი დაამყარეს

ბირთვული სინთეზის მიმართულებით, ბრიტანელმა მეცნიერებმა ახალი რეკორდი დაამყარეს — მათ ხუთი წამის განმავლობაში 0,2 მილიგრამი საწვავის გამოყენებით 69 მეგაჯოული გამოიმუშავეს. მანამდე ეს მაჩვენებელი მხოლოდ 59 იყო. ცოტა უფრო ცხადად რომ წარმოვიდგინოთ, მეცნიერული მიღწევა მარტივად ავხსნათ — ზემოხსენებული ენერგიაა საკმარისია ხუთი წამის განმავლობაში დაახლოებით 41 000 სახლის ენერგიით მოსამარაგებლად.

M2
M2

როგორც იცით, ბირთვული სინთეზი ეწოდება პროცესი მზეზე სითბოს წარმოსაქმნელად მიმდინარე პროცესის სიმულაციური ვერსიაა. მეცნიერების მიზანი კი ასე ენერგიის გამომუშავების სუფთა, უსაფრთხო წყაროს შექმნაა. რომ აღარაფერი ვთქვათ ამოუწურავი ენერგიის გამომუშავების შესაძლებლობაზე.

რეკორდი ბრიტანეთის JET ლაბორატორიაში დამყარდა, რომელშიც აპარატი ტოკამაკია განთავსებული. მასში ტემპერატურა მზის ცენტრზე 10-ჯერ ცხელი იყო, რამაც შესაბამისი პლაზმის გამომუშავებას შეუწყო ხელი.

„ამ კვლევას უდიდესი გავლენა აქვს ბირთვული სინთეზის წინსვლაზე და დაგვეხმარება არა მხოლოდ სამხრეთ საფრანგეთში მასშტაბური ბირთვული რეაქტორის აშენებაში, არამედ სხვა გლობალურ პროექტებშიც. მიზანი კი უსაფრთხო, ნახშირბადის ემისიებისგან მაქსიმალურად თავისუფალი, მდგრადი ენერგიის გამომუშავებაა“, — განმარტა იან ჩეპმენმა, გაერთიანებული სამეფოს ატომური ენერგიის ორგანოს აღმასრულებელმა დირექტორმა.

კვლევაში 300-ზე მეტი მეცნიერი მონაწილეობდა და დიდ წარმატებასაც მიაღწიეს, მაგრამ საბოლოო შედეგამდე ჯერ მაინც ბევრი ნაბიჯი გვაშორებს… სამწუხაროდ, JET-მა ვერ გამოიმუშავა იმაზე მეტი ენერგია, ვიდრე მისი წარმოებისთვის გამოიყენეს. თუმცა ამის პრეცედენტიც გვაქვს, რაც იმედისმომცემია — 2022 წელს ლოურენს ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიაში ექსპერიმენტისთვის საჭიროზე მეტი სუფთა ენერგია მიიღეს.

რა რეკლამები გავიდა Super Bowl-ზე დამატებით დროში?

Apple სურათების რედაქტირების ახალ AI მოდელს უშვებს