in

რატომ ეძებს დასაქმებულთა ნახევარი ახალ სამსახურს? — Gallup-ის კვლევა

აშშ-ის მოქმედი კომპანიების თანამშრომელთა 51% ათვალიერებს ან აქტიურად ეძებს ახალ სამუშაოს, ნათქვამია Gallup-ის ანგარიშში. ეს არის ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელი 2015 წლის შემდეგ. მართალია, სტატისტიკა აშშ-ის მაგალითზეა მოცემული, მაგრამ ესეც საკმარისია ზოგადი დასკვმების გამოსატანად….

დასაქმებულთა სურვილი, რომ სამუშაო შეიცვალონ ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა ბოლო წლებში ამგვარმა დამოკიდებულებამ რეკორდულ სიმაღლეებს მიაღწია და 2022 წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 4,5 მილიონი თანამშრომელი ტოვებდა სამსახურს. ამ ადამიანების თქმით, ახალ კომპანიაში აქვთ უკეთესი ანაზღაურება, წინსვლის შესაძლებლობა და მეტ ბალანსსაც იღებენ პირად ცხოვრებასა და სამუშაოს შორის.

თუმცა, როგორც Gallup-ის მოხსენებაშია აღნიშნული, ხშირ შემთხვევაში, თანამშრომლის დაკარგვის თავიდან აცილება შესაძლებელია. გასულ წელს სამსახურიდან ნებაყოფლობით წასულთა 42% ამბობდა, რომ მენეჯერს ან ორგანიზაციას შეეძლო განეხორციელებინა ცვლილება, რომელიც დაარწმუნებდა მათ დარჩენაში. ეს ცვლილება შესაძლოა ყოფილიყო ხელფასის გაზრდა ან მნიშვნელოვანი ბენეფიტები, თუმცა 70%-მა სამსახურიდან წასვლის მიზეზად მაინც მენეჯერული ფაქტორი დაასახელა. მათ შორის ცუდი ურთიერთობა ლიდერებთან, ორგანიზაციული პრობლემები და კარიერული წინსვლის მცირე შესაძლებლობები.

გამოკითხულთა მესამედზე მეტმა თქვა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე არავის უსაუბრია წასვლის შესახებ. ანგარიშის ავტორები ასკვნიან, რომ მენეჯერებმა უნდა იმუშაონ პრაქტიკული დიალოგის გაძლიერებაზე, რომლითაც თანამშრომლების შენარჩუნებას შეძლებენ და გააძლიერებენ გუნდს.

თოდუას კლინიკის მესამე – დიღმის ფილიალი გახსნისთვის ემზადება! ხარისხის მაღალი სტანდარტი და ახალი ტექნოლოგიები!

ტვინის რომელი ნაწილია ცნობისმოყვარეობაზე პასუხისმგებელი? — კვლევა