in

პარასკევი სინერჯის დღეა – ახალი სამუშაო ფორმატი “სინერჯი კაპიტალში”

საინვესტიციო კომპანია “სინერჯი კაპიტალმა” სექტემბრიდან ახალი სამუშაო ფორმატი დანერგა – პარასკევი გამოცხადდა “სინერჯის დღედ”. სამუშაო კვირის დასასრულს სინერჯის ყველა თანამშრომელი ერთად იკრიბება, იყოფა გუნდებად და მხოლოდ სინერჯის საერთო ამოცანაზე მუშაობს. ამგვარად, ერთ გუნდში, რამდენიმე საათით შეიძლება გაერთიანდეს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტი და ერთი საერთო მიზნის მისაღწევად იმუშაოს. კომპანიის მიზანია, აღნიშნული ფორმატით თანამშრომლები ორგანიზაციის განვითარების პროცესში აქტიურად ჩართოს.

BOG
BOG

პარასკევ დღეს გადანაწილებული გუნდები მუშაობენ ერთ კონკრეტულ ამოცანაზე, აგენერირებენ იდეებს, შემდეგ მათ წარადგენენ და საკითხის გადაჭრის მათეულ ვერსიას განიხილავენ. მაგალითად, სამუშაო თემებია: “როგორ ვიზრუნოთ თვითგანვითარებაზე”, “როგორ შევუქმნათ უფრო მეტი ღირებულება პორტფელურ კომპანიებს” და სხვ.

მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლების მიერ გაჟღერებული იდეები და სურვილები არ იკარგება, გათვალისწინებულია პარტნიორების მიერ და მათი ნაწილი პრაქტიკაში უკვე განხორციელდა.

სინერჯიში რამდენიმე ასეთი პარასკევი უკვე ჩატარდა. თანამშრომლების შეფასებით, ამგვარი ფორმატი ხელს უწყობს მათ დაახლოებას ერთმანეთთან და ზრდის პროდუქტიულობას სამუშაოს შესრულებისას. პარასკევობით, კომპანიაში სამუშაო გარემოც არაფორმალური ხდება, რაც გუნდის წევრების აქტიურ ჩართულობასა და კრეატიულობაზე დადებითად აისახება.

“სინერჯის დღე”, ყოველ პარასკევს, 11:00-დან 17:00 საათამდე გრძელდება. გუნდი “სინერჯის დღის” ფორმატში მომდევნო ზაფხულამდე იმუშავებს, რის შემდეგაც, პარასკევი, წლევანდელი ზაფხულის მსგავსად, კვლავ დასვენების დღედ გამოცხადდება.

ნახეთ როგორია სინერჯის დღე “სინერჯი კაპიტალში”.

[R]

როგორია ციდან დანახული სამყარო? – Drone Awards 2020-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

180 რეგისტრირებული და 22 გამოწვევა – როგორ ჩატარდება Nasa Space Apps Challenge Tbilisi 2020