in

ნახეთ: ახალი სენსორული მოწყობილობა თქვენი კლავიატურისთვის!

მასში შესაძლებელია, ერთდროულად 6 სხვადასხვა ღილაკი ან მოდული იყოს მოთავსებული

MacBook-ზე “სენსორული ხაზი” ყველასათვის საკმაოდ კომფორტულ გამოსავლად იქცა. იგი შეიქმნა, როგორც გამორჩეული ფუნქცია, ძირითადი დანიშნულების გარეშე. ალბათ, ვიდრე მას რეალურად ვიხილავდით, ვერც კი წარმოგვედგინა, რამდენად მოსახერხებელი შეიძლებოდა გამხდარიყო სხვადასხვაგვარი მოქმედებების შესრულება.

ალბათ, არიან ისეთებიც, ვისაც ამ გაჯეტმა უბიძგა MacBook-ის ყიდვისკენ… თუმცა ახლა უკვე Corsair iCUE Nexus ახალ მოდულურ დანამატს ქმნის, რომელიც გაცილებით მეტ ფუნქციას მოიცავს. ახალი გაჯეტი iCUE პროგრამით იკვებება და მასში შესაძლებელია, ერთდროულად 6 სხვადასხვა ღილაკი ან მოდული იყოს მოთავსებული. თანაც, ეს განლაგება, ჩვეულებრივ სურვილისამებრ იცვლება, შესაბამისი პროგრამის მიხედვით.

გაჯეტის ეკრანის დიაგონალის ზომა 5 ინჩია, მისი გარჩევადობა კი 640X48. თუმცა, iCUE Nexus-ის სიმძლავრე მის კონტექსტუალურ მოქნილობაში მდგომარეობს, რომლის საშუალებითაც კომპიუტერში ნებისმიერი ასპექტის კონტროლი შეგიძლიათ.

გარდა სხვადასხვა პროგრამის გამოყენებისა, შეგიძლიათ, შეცვალოთ ეკრანის პარამეტრები ან თუნდაც აკონტროლოთ თქვენი კომპიუტერის აუდიო. უფრო მეტის, ეს უკავშირდება Corsair-ის სხვა აღჭურვილობასაც, რაც საშუალებას გაძლევთ, შეცვალოთ კლავიატურისა და მაუსის ფერი, აუწიოთ ან ჩაუწიოთ ყურსასმენის ხმას და სხვ.

საქართველოს ბანკი Amazon-თან ერთად ფინტექ ვებინარს გამართავს

ჩანთა, რომელსაც სმარტფონის დატენვა უსადენოდ შეუძლია