in

ახალი სერიალები, რომლებსაც აგვისტოში უნდა ჩაუსხდეთ

ამ ცხელ ზაფხულს თუ შვებულებაში ვერ გადიხართ, ან პირიქით, პასიურ შვებულებაში ხართ და ეძებთ ფილმებს, რომლებიც დროს გაგაყვანინებთ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს – BBC-მ შეადგინა სია, თუ რას შეიძლება უყუროთ ამ წლის აგვისტოში. 

Chief of War

სერიალის თანაავტორია ცნობილი აკვამენი ჯეისონ მომოა, რომელიც მე-18 საუკუნის ჰავაიში მცხოვრებ მეომარს განასახიერებს და ცდილობს კუნძულების გაერთიანებას, სანამ კოლონისტები კონტროლს თავის თავზე აიღებენ. 

ამ სერიალისთვის მომოას ზოგიერთ ეპიზოდში თავის მშობლიურ ენაზე, ჰავაიურ ოლელოზე უწევს საუბარი. მისი სწავლა, როგორც მან განაცხადა, ყველაზე რთული რამ იყო, რაც კი ცხოვრებაში გაუკეთებია.

Chief of War-ის საერთაშორისო პრემიერა Apple TV+-ზე1 აგვისტოს შედგება.

Eyes of Wakanda

„შავი პანტერას“ რეჟისორის, რაიან კუგლერის საპროდიუსერო კომპანია და Marvel-ის უახლესი ანიმაციური სერიალი მოგვითხრობს ვაკანდელი მეომრების ისტორიას სხვადასხვა ეტაპზე. ისინი საფრთხეში იგდებენ თავს, რათა ამოიღონ არტეფაქტები, რომლებიც შეიცავს იშვიათ, ძლიერ მეტალის ვიბრანიუმს – ენერგიის შთამნთქმელ მასალას. სერიალი ოთხი ეპიზოდისგან შედგება და თითოეულს განსხვავებული ისტორია და გარემო აქვს. 

მისი პრემიერაც 1 აგვისტოს Disney+-ზეა დანიშნული.

Wednesday

ჯენა ორტეგას წარმატებული ფილმის მეორე სეზონში ახალგაზრდა გოთი უენსდეი ადამსი ბრუნდება „ნევერმორის აკადემიაში“. სამსახიობო გუნდს კი რამდენიმე მსახიობი ემატება. კეტრინ ზეტა-ჯონსი და ლუის გუსმანი ბრუნდებიან უენსდეის მოსიყვარულე მშობლების, მორტიციასა და გომესის როლებში.

სეზონის პრემიერა 6 აგვისტოს Netflix-ზეა დაგეგმილი.

Outlander: Blood of My Blood

ძალიან პოპულარული გმირები მალე ბოლო, მერვე სეზონში მოგვევლინებიან. ფილმის პრემიერა 8 აგვისტოს იგეგმება Starz in US-ზე. ამ სეზონში გმირები მე-20 საუკუნიდან მე-18 საუკუნეში აღმოჩნდებიან, სადაც ისინი დაშორდებიან და ერთმანეთის ხელახლა პოვნა უწევთ.

Alien: Earth

ნოა ჰოული, რომელმაც კოენების საყვარელი „ფარგო“ ბოლო წლების ერთ-ერთ საუკეთესო სატელევიზიო სერიალად აქცია, ფილმად ადაპტაციის კიდევ ერთ მცდელობას ახორციელებს ფილმის – „უცხო“ ფრენჩაიზის პრიკველით.

სერიალში მოქმედება 2120 წელს ვითარდება, რიდლი სკოტის 1979 წელს გადაღებული „უცხოს” მოვლენებამდე ორი წლით ადრე, როდესაც კოსმოსური ხომალდი, რომელიც სხვა პლანეტებიდან სიცოცხლის ფორმების ნიმუშებს აგროვებდა, დედამიწაზე ჩამოვარდება.

Alien: Earth-ის პრემიერა 12 აგვისტოს გაიმართება Hulu-ზე ამერიკაში, ხოლო ბრიტანეთში 13 აგვისტოს Disney+-ზე.

Butterfly

დენიელ დე კიმი „დაკარგულებიდან” ამ ჯაშუშურ თრილერში თამაშობს დევიდ იანგის როლს, აშშ-ის ყოფილ დაზვერვის აგენტს, რომელიც სამხრეთ კორეაში დაბრუნდა ზრდასრული ქალიშვილის, რებეკას გადასარჩენად, რომელსაც მამა 9 წლის განმავლობაში გარდაცვლილი ეგონა.

სერიალის პრემიერა 13 აგვისტოს Prime Video-ზე იგეგმება.

The Twisted Tale of Amanda Knox

ამანდა ნოქსი ახალგაზრდა ქალია, რომელიც განსაკუთრებით გახმაურებული დანაშაულისა და სასჯელის საგის ცენტრშია. ეს სერიალი რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული და მის უკან ნამდვილი ამანდა ნოქსი დგას, რომელმაც თავისი ისტორია 2016 წელს Netflix-ს მოუთხრო.

პრემიერა 20 აგვისტოს Hulu-სა და Disney+-ზეა დაგეგმილი.

Hostage

სურან ჯონსი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, აბიგაილ დალტონის როლს ასრულებს, ხოლო ჯული დელპი საფრანგეთის პრეზიდენტის, ვივიენ ტუსენის როლს. სერიალი პოლიტიკურ თრილერად იქცევა, როდესაც პრემიერ-მინისტრის ქმარს ლონდონში სახელმწიფო ვიზიტის დროს გაიტაცებენ და მძევლად აიყვანენ.

პრემიერა 21 აგვისტოს Netflix-ზეა დაგეგმილი.

Long Story Short

Bojack Horseman – ანიმაციური სატირა ყოფილი ტელევარსკვლავის შესახებ, რომელიც ფილმში ცხენის სახით გვევლინება, კრიტიკოსების მიერ აღიარებული იყო. ჟურნალმა „როლინგ სტოუნმა“ მას ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სატელევიზიო შოუდ უწოდა. ეს ნიშნავს, რომ ამ სერიალის შემქმნელის მიმართ დიდი მოლოდინი არსებობს.

ამჯერად იგი კომედიას გვთავაზობს, რომელიც დროში წინ და უკან მოგზაურობს და გვიჩვენებს ადამიანებს ბავშვობასა და ზრდასრულ ასაკში.

სერიალის პრემიერა Netflix-ზე იგეგმება.

The Terminal List: Dark Wolf

ეს სერიალი არასოდეს გამხდარა კულტურული სკანდალის მიზეზი, თუმცა ნამდვილად მიიზიდა თაყვანისმცემლების დიდი აუდიტორია. კრის პრატი თამაშობს ჯეიმს რისის როლს, აშშ-ის საზღვაო ძალების „სელაპების“ მეთაურს, რომელიც წარუმატებელ ოპერაციას ებრძვის.

პრემიერა 27 აგვისტოს Prime Video-ზე შედგება.

როგორი ჩვევები აზიანებთ მენეჯერებს

საქართველოს ბანკი X CNF: ბუნების დასაცავად შექმნილ კამპანიას უკვე 9 ბრენდი შეუერთდა