in ,

ახალი სერვისი თბილისში – მანქანის უწყლოდ რეცხვა ნებისმიერ ადგილზე !

Startauperi
Startauperi

კომპანია “FAST AND SHINE” მომხმარებლებს სთავაზობს მანქანის უწყლოდ რეცხვას ნებისმიერ ადგილზე, სადაც მანქანის გაჩერება შესაძლებელია. რატომ გადაწყვიტეს ამ სერვისის საქართველოში შემოტანა, რას ნიშნავს უწყლოდ რეცხვა, ამ და სხვა კითხვებზე დეტალური ინფორმაციის მისაღბად მარკეტერი კომპანია “FAST AND SHINE”-ს დაუკავშირდა.

Fast and ShineM: რატომ გადაწყვიტეთ ამ ტიპის მომსახურების გაწევა ?

ქ. თბილისის მაცხოვრებლებს დამქანცველი სამუშაო დღის შემდეგ უწევთ არანაკლებ დამქანცველი, საცობებით გადატვირთული გზის გავლა სამსახურიდან სახლამდე. დამეთანხმებით ალბათ, არავისთვის არის სასიამოვნო საღამოს, სამუშაო დღის შემდეგ, გადატვირთულ საცობებში მანქანის ტარება და თავისუფალი ავტოსამრეცხაოების ძიება, ან სამრეცხაოების რიგებში დგომა. კომფორტს რომ თავი დავანებოთ, ზემოთ აღწერილი სიტუაცია, ხომ დამატებით დროის ხარჯვასთან და ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე ავტომფლობელებისთვის დადგა სერიზული პრობლემა – თავისუფალი დროის გამონახვა ავტომობილის გასარეცხად. ეს პრობლემა განსაკუთრებით საქმიან ხალხს (ვისთვისაც დრო ძალიან მნიშვნელოვანია) და ქალბატონებს (მოგეხსენებათ ქალბატონებს როგორ არ უყვართ სამრეცხაოზე მანქანის წაყვანა) დაუდგათ, ხოლო ავტომობილი ხომ მძღოლის სახეა.

პირველად ამ პრობლემის მოგვარების გზა აშშ-ში მოიფიქრეს -შეიმუშავეს სპეციალური ფორმულა, რომელიც მანქანის გასარეცხად წყალს არ საჭიროებს, არის ეკოლოგიურად სუფთა, მანქანას სძენს ბზინვარებას და რაც მთავარია ის საშუალებას გვაძლევს მანქანა გავრეცხოთ ნებისმიერ ადგილას მძღოლის შეუწუხებლად, სანამ ავტომფლობელი საკუთარი საქმით არის დაკავებული (სამსახური, შოპინგი, სახლი და ა.შ).

კონკრეტულად მე , ეს მომსახურება მოსკოვში ვნახე და მივხვდი, რომ იყო ის, რაც ასე აკლდა ჩვენს დედაქალაქს და მაშინვე გადავწყვიტე სერვისი საქართველოში შემომეტანა.

M: კონკრეტულად რას სთავაზობთ მომხმარებელს და რას ნიშნავს უწყლოდ რეცხვა ?

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავტომანქანების რეცხვას ნებისმიერ ადგილზე, სადაც მანქანის გაჩერებაა შესაძლებელი. მომხმარებელს აღარ სჭირდება თავისუფალი ავტო-სამრეცხაოების ძებნა, საცობებში ან დამქანცველ რიგში დგომა. მომხმარებელი უკავშირდება ტელეფონით ან ფეისბუქის საშუალებით ჩვენს ოპერატორს და წინასწარ ატყობინებს ავტომანქანის ადგილმდებარეობას და სერიულ ნომერს. ამის შემდეგ, სპეციალისტი მიდის ავტომანქანასთან და რეცხავს მას. სანამ მომხმარებელი დაკავებულია სხვა საქმით, „FAST AND SHINE” სპეციალისტები გარეცხავენ მანქანას უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც მომხმარებელს აძლევს აქამდე არნახულ კომფორტს და ძვირფასი დროის დაზოგვის საშუალებას.

გარდა გამოძახებისა, კომპანია იწყებს მსხვილ ავტოსადგომებზე ობიექტების გახსნას. პირველი ობიექტი გაიხსნა სავაჭრო და საოფისე ცენტრ „პიქსელში“. პიქსელის ოფისებში მომუშავე თანამშრომლებს, ან მაგალითად გუდვილში შესულ მომხმარებელს ადგილზე ვთავაზობთ მანქანის რეცხვას, სანამ ისინი შოპინგით ან სხვა სამსახურებრივი თუ პირადი საქმით არიან დაკავებულნი. რაც შეეხება რეცხვის ტექნოლოგიებს: მანქანის რეცხვა ხდება წყლის გარეშე, უახლესი ქიმიური ხსნარების, სპეციალური მიკროფიბრის და ნანო ტექნოლოგიების გამოყენებით. მანქანას უკეთდება ნანო პოლირება. ძარას ედება პოლირების ცვილი, რაც იცავს ავტომობილის ძარას გადახუნებისგან, ნაკაწრებისგან, კოროზიისგან და სძენს მას ბზინვარებას. მანქანის რეცხვის სრული პაკეტის მოიცავს: ძარის სპეციალური ხსნარით რეცხვას, ძარის, ფარების დ შუშების პოლირებას, სალონის წმენდას და საბურავების გაშავებას. მანქანა ახალივით გამოიყურება.

Fast and Shine 1M: მომხმარებლებს ცოტა აშინებთ ახალი ტექნოლოგიები ამ საკითხში. ფიქრობენ, რომ შეიძლება დაზიანდეს მათ მანქანა, გაუჩნდეს ნაკაწრები … თქვენ რა უპირატესობას ფლობთ ამ კუთხით ?

ჩვენი უპირატესობა სწორედ ჩვენი ხარისხია – ვართ ისეთი მსხვილი კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლები, როგორიც არის „FAST AND SHINE”. ჩვენს გვაქვს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატები. ჩვენი ბრენდის სითხეები უკვე ფართოდ გამოიყენება ევროპაში, რუსეთში, დსთ-ს ქვეყნებსა და ჩინეთში. გარდა ამისა „FAST AND SHINE” კომპანია არის ისეთ ბრენდების ოფიციალური პარტნიორი, როგორიცაა: მერსედეს ბენცი, ბმვ, მაზერატი, ვოლკსვაგენი, ოპელი და ა.შ. სწორედ„FAST AND SHINE”- ის წარმოებული ხსნარებით ირეცხება ზემოხსენებული ბრენდების ავტომობილები მათ ავტოსალონებში გამოფენებზე მოსკოვში.

კომპანიას მხოლოდ მოსკოვში კვირაში 3000 ზე მეტი გამოძახება აქვს და უკვე გაირეცხა 22 მილიონზე მეტი ავტომანქანა. თანთადანობით რეცხვის ეს მეთოდი სულ უფრო და უფრო მკვიდრდება ბაზარზე და უდიდესი პოტენციალი გააჩნია. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხ. ვებ-გვერდი fastnshine.ru

M: გამოძახებისთვის, როგორ და სად უნდა დაგიკავშირდეთ მომხმარებელი ?

მობილური. 555 93 99 59

ან ფეისბუქი: https://www.facebook.com/pages/Fast-and-Shine-Georgia

M: რაც შეეხება ფასებს ?

სედანი სრული პაკეტი: 15 ლარი, ჯიპი – 18 ლარი

M: თუ გეგმავთ გაფართოებას და რომელ ქალაქებში ?

ჯერჯერობით მომსახურება მხოლოდ თბილისში იქნება.

ბორჯომის ყველაზე თბილი საახალწლო გზავნილი ქართველ ემიგრანტებს!

სახელის გატეხვას – თავის გატეხვა სჯობს – გიორგი კალატოზიშვილი