in

ახალი თიბისი ბარათი და შეთავაზებები, რომლებიც შენს სტუდენტურ ცხოვრებას გაამარტივებს

სტუდენტობის წლები მნიშვნელოვანი აღმოჩენების, დაუვიწყარი თავგადასავლების და ახალი მეგობრების შეძენის პერიოდია. დრო, როდესაც განსაკუთრებით გინდა ყველა სურვილი მარტივად და სწრაფად აისრულო ლექციებისა და გამოცდების გარდა, შეიქმნა სტუდენტური ცხოვრების მოგონებები, რომლებსაც მომავალში სიამოვნებით გაიხსენებ.

თიბისი ცხოვრების ამ გზაზე შენ გვერდით დგას და შენს საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებებით, დატვირთულ რუტინას გიმარტივებს. თუ ხარ 18-დან 23 წლამდე და გაქვს ახალი თიბისი ბარათი, შეძლებ დაზოგო თანხა ისეთ ადგილებში, რომლებიც გიყვარს.

თუ ლექციებისგან გადაღლილი ხშირად სტუმრობ Wendy’s-ს, Subway-ს და Dunkin’-ს, 31 ოქტომბრის ჩათვლით, იქ განსაკუთრებული შეთავაზება დაგხვდება გადახდილი თანხის  20%-ს ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაიბრუნებ.

იმ შემთხვევაში კი, თუ ლანჩს უნივერსიტეტის კაფეტერიაში ამჯობინებ, დეკემბრის ბოლომდე, შერჩეული უნივერსიტეტების კაფეტერიებში, ახალი თიბისი ბარათით გადახდისას (18-23 წლის მფლობელები), 20%-იანი ქეშბექ შეთავაზებით ისარგებლებ.

და თუ მძიმე კვირის შემდეგ, საკუთარი თავის ნაყინით განებივრებასაც გადაწყვეტ, თიბისის შეთავაზებას შენს საყვარელ ლუკა პოლარეშიც შეხვდები, სადაც 28 დეკემბრის ჩათვლით, ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას 15%-ს მომენტალურად დაიბრუნებ.

ყველა ეს შეთავაზება ხელმისაწვდომია მხოლოდ მაშინ, თუ ხარ 18-23 წლის და გაქვს ახალი თიბისი ბარათი. მეტიც, ბარათის აღება სრულიად უფასოა და მობაილბანკიდან სულ რაღაც 1 წუთში შეგიძლია, რადგან ფილიალში მისვლის ნაცვლად, ბარათის ონლაინ აღება შენთვის გაცილებით კომფორტული იქნება.

ამიტომ, აიღე ახალი თიბისი ბარათი დღესვე და ისარგებლე შენს სტუდენტურ საჭიროებებზე მორგებული, მრავალფეროვანი შეთავაზებებით.

არ დაგავიწყდეს, რომ შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ ობიექტებში, თიბისის პოს-ტერმინალზე გადახდისას.

 

[პარტნიორის კონტენტი]

4 სტრატეგია, რომელსაც უძრავი ქონების გონიერი ინვესტორები, სხვადასხვა საბაზრო პირობებში ითვალისწინებენ

ისარგებლე პირველად საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილით და მიიღე 30% ქეშბექი extra.ge-ზე შოპინგისას