ამბავი ასეთია — მკვლევრებმა სისხლის იმ მარკერებს მიაგნეს, რომლითაც პარკინსონის დაავადების გამოვლენა სიმპტომების წარმოშობამდე 7 წლით ადრე შეიძლება! ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მიღებული კვლევის შედეგები უფრო დიდ პოპულაციაზე განმეორდება, სისხლის მარტივი ტესტი შეიძლება, განავითარონ, რომელიც დაავადების რისკის ქვეშ მყოფთა იდენტიფიცირებაში დაგვეხმარება.
გამომდინარე იქიდან, რომ გლობალურად დაახლოებით 10 მილიონი ადამიანია პარკინსონით დაავადებული, უკეთესი მკურნალობის მეთოდებისა თუ პრევენციული სტრატეგიებისთვის გადაუდებელი საჭიროება არსებობს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც უკვე ამ შედეგზე არ გავსულვართ ის არის, რომ პარკინსონის განვითარების რისკების ადრეულ ეტაპზე შეფასება არ შეგვიძლია. ახლა კი ლონდონის კოლეჯის ბიოქიმიკოსებმა მანქანური სწავლების მოდელები გამოიყენეს, რათა სისხლში იმ 8 პროტეინისთვის მიეგნოთ, რომლებიც პარკინსონის დაავადების პროგრესირების პარალელურად იცვლება.
საშუალოდ, იმ დროისთვის, როცა ადამიანს პარკინსონის დიაგნოზს უსვამენ, მათ უკვე დაკარგული აქვთ დოფამინის გამომუშავებისთვის საჭირო უჯრედების 60% ტვინის იმ ნაწილში, რომელიც substantia nigra-ს სახელითაა ცნობილი. სანამ ეს დეგენერაცია ფიზიკურ სიმპტომებში გამოვლინდება, პრემოტორული ეტაპი არსებობს შედარებით ზომიერი გავლენით, ეს მოიცავს განწყობის ცვლილებებს, ძილის დარღვევას, რასაც REM ძილის ქცევის დარღვევასაც უწოდებენ.
ახლად დიაგნოზირებული პარკინსონის დაავადების მქონე 99 ადამიანის სისხლის ანალიზი, 72 REM დარღვევის მქონე და 26 ჯანსაღი ადამიანის სისხლის ანალიზს შეადარეს, რა დროსაც 23 პოტენციური ბიომარკერი აღმოაჩინეს. შემდგომ კი, მანქანური სწავლების მოდელის დახმარებით, კანდიდატები ყველაზე სანდო კომბინაციებამდე დაიყვანეს. საბოლოოდ 8 ბიომარკერამდე დავიდნენ, რამაც მკვლევრებს საშუალება მისცა, დაედგინათ, REM დარღვევის მქონე პაციენტებიდან, რომლებს განუვითარდებოდა პარკინსონი თითქმის 80%-იანი სიზუსტით მანამ, სანამ ფიზიკური სიმპტომებით დაიწყებდა გამოვლინებას.
მეცნიერებმა ის ბიომარკერები შემოგვთავაზეს, რომლებიც ანთებით პროცესებში, სისხლის შედედებასა და უჯრედების განვითარების ბიოქიმიურ გზებში არიან ჩართულნი. ზოგიერთი სიმპტომის გამწვავებასთან ერთად პროგრესირებს… მაგალითისთვის ორი ბიომარკერი HSPA5 და HSPA1L მიგვითითებს, რომ ცილის წარმომქმნელი უჯრედი endoplasmic reticulum სტრესულ მდგომარეობაშია. არასწორად დახვეული α-synuclein protein-მა კი, რომელიც პარკინსონის საკმაოდ კარგად ცნობილი მახასიათებელია, ადრეც გვაჩვენა, რომ ენდოპლაზმურ რეტიკულუმს სტრესავს.
„მრავალი კარგად შერჩეული ბიომარკერისა და მანქანური სწავლების ბიოინფორმატიკის ხელოვნების ძლიერმა შერწყმამ საშუალება მოგვცა, 8 ბიომარკერი გამოგვევლინა, რომლებიც ადრეული პარკინსონის დაავადების ნიშნებს ჯანსაღისგან განასხვავებს“, — აცხადებენ მეცნიერები.
მართალია, ცერებროსპინალური სითხის ტესტებს პარკინსონის ადრეული ნიშნების გამოვლენა შეუძლია, მაგრამ ეს ინვაზიურ პროცედურას მოიცავს, რაც სულაც არ არის ადვილად ხელმისაწვდომი. მეორე მხრივ კი, ჩვეულებრივ სისხლის ანალიზი უფრო მეტ ადამიანს მისცემს ადრეული დიაგნოზირების საშუალებას და განმეორებითი მონიტორინგისაც დროთა განმავლობაში…
ისიც უნდა ვთქვათ, რომ დაავადების პროგნოზირებისთვის სისხლის ანალიზი, კანისა და თვალის ნიმუშები აქამდეც გამოუყენებიათ, მაგრამ კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვა ვერცერთმა მოახერხა. რეალურად კი, ამგვარი ტესტები ძალიან გამოსადეგი იქნება ექიმებისთვის იმ იმედით, რომ პარკინსონის პროგრესირების შენელებას მოახერხებენ პაციენტებში მანამ, სანამ დაავადება შეუქცევადი გახდება.