in

ახალი თიბისელი – ლევან მამულაშვილი თიბისის გადახდების ლიგის ტექნოლოგიური ლიდერი გახდა

თიბისის გადახდების ლიგას ახალი ტექნოლოგიური ლიდერი ჰყავს. სულ ცოტა ხნის წინ, თიბისის ლევან მამულაშვილი შემოუერთდა.

პროგრამირების მიმართულებით მუშაობა ლევანმა 2013-2014 წლებში დაიწყო. რამდენიმე წლის შემდეგ, Space-ის გუნდს შეუერთდა, მის შექმნაში მიიღო მონაწილეობა და კომპანიაში, დაახლოებით, 5 წელი გაატარა. ამის შემდეგ იყო ამერიკული სტარტაპი Speechify. თიბისიმდე კი, ის თეგეტა ჰოლდინგის ტექნოლოგიური დირექტორის პოზიციას იკავებდა. 

2024 წელს, ლევანმა მიიღო Forbes 30 under 30-ის ჯილდო, კატეგორიაში – ტექნოლოგიები და ელექტრონული კომერცია. 2024 წელს, ლევან მამულაშვილმა წარმატებით გაიარა შერჩევა და ჩააბარა MIT-ის (Massachusetts Institute of Technology) CTO (Chief Technology Officer) კურსზე, რომელიც შექმნილია ტექნოლოგიური დირექტორებისთვის და სადაც ყველა სტუდენტი მოქმედი ტექნოლოგიური დირექტორია. თიბისის ახალი ტექ ლიდერი სწავლას 2025 წლის ბოლოს დაასრულებს.

ახალ გამოწვევებზე, პასუხისმგებლობებსა და ზოგადად, თიბისის შესახებ, ლევან მამულაშვილი თავად მოგვიყვება.

„ფიქრები თიბისიზე“

„თიბისი ჩემთვის პროგრესთან ასოცირდება. გუნდი, რომელსაც შემოვუერთდი, პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, იყენებენ თანამედროვე არქიტექტურულ მიდგომებს. მიუხედავად იმისა, რომ სხვა კომპანიებში ვმუშაობდი, შორიდან მაინც სულ ვადევნებდი თვალს თიბისის განვითარებასა და წინსვლას. 

თიბისი, როგორც ლიდერი ბანკი ბაზარზე, სულ იყო ჩემს „რადარზე“. კომპანიის მასშტაბიდან გამომდინარე, პოზიცია, რომელსაც ახლა ვიკავებ, საკმაოდ ფართო და რთულია. უპირველესად, ჩემი ცოდნა და გამოცდილება საერთო საქმეს მინდა მოვახმარო. ამასთან, ის სტანდარტები, რაც ტექნოლოგიური მიმართულებით თიბისიში უკვე დანერგილია, საშუალებას მომცემს, ტექნოლოგიებში ცოდნა კიდევ უფრო გავიღრმაო“.

ახალი გამოწვევები  

„გადახდები თავისებურად რთული დომეინია; რაც, თავის მხრივ, მოიაზრებს ახალი არქიტექტურის, არსებული პროექტისა და მასთან დაკავშირებული კომპონენტების შესწავლას. 

კომპანიებში, სადაც ვმუშაობდი, იქ ნანახი განსხვავებული მენეჯმენტის სტილი, ტექნოლოგიური სტეკი და განსხვავებული დინამიკა მაძლევს საშუალებას, ვიფიქრო, რომ ახალ გამოწვევას თავს კარგად გავართმევ.

ჩემი მთავარი მისიაა, გავამარტივო ჩვენი მომხმარებლებისა და თანამშრომლების ცხოვრება, რაც დაკავშირებულია ისეთ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებთან, რომლებსაც გავლენა ექნება დეველოპმენტის სისწრაფეზე, არქიტექტურულ სისწორეზე და Time To Market-ზე“.

[R]

Euromoney-მ საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულების მიერ შექმნილი ციფრული გადაწყვეტები საუკეთესოდ დაასახელა საქართველოში

„ანტისმარტფონი“ გამოვიდა — რას არის ეს?