in

ასტრონომებმა ახალი ტიპის, „უხილავი“ ვარსკვლავები აღმოაჩინეს

დიდი ხნის განმავლობაში ასტრონომები ცის მხოლოდ ერთ პატარა რეგიონს ხედავდნენ, რადგან ადრეული ტელესკოპები უფრო ფართო მასშტაბის აღქმის შესაძლებლობას არ იძლეოდა. თუმცა წლებთან ერთად, ტელესკოპების ტექნოლოგიაც დაიხვეწა, რამაც მთელი ცის რუკის შექმნის საშუალება გააჩინა. რომ აღარაფერი ვთქვათ თანამედროვე მოწყობილობის უნარებზე, რომელიც უმნიშვნელო ცვლილებებსაც მყისიერად აფიქსირებს…

M2
M2

სწორედ ამ შესაძლებლობის შედეგია, რომ უახლესი კვლევის ფარგლებში აქამდე უხილავი ვარსკვლავები გამოავლინეს. VISTA-ს მეშვეობით მოგროვებული მონაცემების წყალობით, ასტრონომები ასობით მილიონ ვარსკვლავს ინფრაწითელი ტალღის სიგრძეზე აკვირდებიან. ზემოხსენებული კვლევის ფარგლებში კი, მხოლოდ 200 ვარსკვლავზე ფოკუსირდნენ — თითოეული მათგანი სიკაშკაშის მკვეთრ ცვლილებებს განიცდის.

როგორც ირკვევა, მეცნიერებმა ამ ჩამონათვალში 32 პროტოვარსკვლავი აღმოაჩინეს. აქ ამოფრქვევები თვეების ან წლების განმავლობაში გრძელდებოდა, თანაც გამუდმებით იზრდებოდა — ზოგან 40-ჯერ, ზოგ შემთხვევაში 300-ჯერაც კი. ასტრონომების განმარტებით, პროტოვარსკვლავების გარშემო არსებული მატერიის დისკში მომხდარ ამოფრქვევებს ახალგაზრდა ვარსკვლავების ზრდის დაჩქარება შეუძლია. თუმცა არსებობს პლანეტების ფორმირებისთვის ხელის შეშლის რისკიც.

თუმცა მკვლევართა გუნდისთვის მთავარი სიურპრიზი ის იყო, რომ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში 21 წითელი გიგანტური ვარსკვლავი აღმოაჩინეს. მკვეთრი სიკაშკაშის ცვლილებით, ისინი ახალი ტიპის წითელ გიგანტებად მიიჩნიეს. ასაკის მატებასთან ერთად, ამ ვარსკვლავების გარშემო შეიძლება შეიძლება ჩამოყალიბდეს ღრუბლები, რომლებიც ვარსკვლავებს გარკვეული დროით დაფარავს.

2023 წლის სატელევიზიო მედია ანალიტიკა

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ Perseverance-მა მარსზე სიცოცხლის ნიშნები უკვე იპოვა