in

ძუძუს კიბოს აგრესიული ტიპის სამკურნალოდ ახალი მედიკამენტი დაამტკიცეს

იმას, რაზეც ახლა გესაუბრებით, მეცნიერები რევოლუციურ მომენტად აღწერენ — ახალ მედიკამენტს, რომელიც ძუძუს კიბოს განუკურნებელი ტიპის გავრცელებას ანელებს, ბრიტანეთის National Health Service-ში გამოცდიან. National Institute for Health and Care Excellence-ის (NICE) მიერ კაპივასერტიბის დამტკიცების შედეგად, რეცეპტორ-დადებითი HER2-უარყოფითი ტიპის დაავადების მქონე 1000-ზე მეტ ქალს ყოველდღიურად ორი აბის მიღება შეეძლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დიაგნოზის მქონე პაციენტები სულ მცირე უფრო დიდხანს იცხოვრებენ…

M2
M2

აღნიშნული მედიკამენტი Truqap-ის სახელითაც არის ცნობილი და იგი ბრიტანულ ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-ს ეკუთვნის, კიბოს გავრცელების პროცესს ანელებს ან სულაც აჩერებს.

ძუძუს კიბოს მქონე ადამიანებისთვის ღირებული იქნება მკურნალობა, რომელიც კაპივასერტიბს მოიცავს… შესაძლოა, ქიმიოთერაპიის აუცილებლობა აარიდოს მათ თავიდან და ამასთან, ამ პროცესთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტებიც, — განმარტავს ჰელენ ნაიტი, NICE-იდან.

აღსანიშნავია, რომ ძუძუს კიბოს ამ ტიპს გარკვეული გენეტიკური მუტაციები ახასიათებს და მკერდის ქსოვილსა თუ სხეულის სხვა ნაწილებში ვრცელდება. მედიკამენტი კი ამ არანორმალური ცილის მოქმედებას ბლოკავს, რომელიც, თავის მხრივ, კიბოს უჯრედებს გამრავლებისკენ მოუწოდებს.

კლინიკური კვლევის შედეგებიც დამაიმედებელია — როცა კაპივასერტიბი და ჰორმონოთერაპიის ფულვესტრანტთან ერთად გამოიყენეს, კიბოს გაუარესება გააჭიანურა დაახლოებით 4.2 თვით იმასთან შედარებით, ვიდრე პლაცებომ და ფულვესტრანტთმა. ამ ცვლილებას მიესალმება Institute of Cancer Research-იც (ICR) და მას ათწლეულების კვლევების შედეგად მიიჩნევს.

სტატისტიკა კი ამ ამბავს უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს — NICE-ის თქმით, მხოლოდ ინგლისში ძუძუს კიბოს დიაგნოზი 2020 წელს 40 192 ადამიანს დაუსვეს, აქედან თითქმის 15%-ს ძუძუს კიბოს ის განვითარებადი ტიპი ჰქონდა, რომელსაც მომავალში ახლად დამტკიცებული წამალი გაუმკლავდება…

აღადგინე რუსთავის ჭალის ტყე – „თეგეტა მოტორსის“ მხარდაჭერით გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა

26 აპრილი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა