ახალი წელი განსაკუთრებული დღესასწაულია. ამ პერიოდში, კომუნიკაცია, უმეტესად, სწორედ ემოციებზეა აგებული და ნოსტალგიური კონტენტი იქმნება. მინისომ კი, როგორც მხიარულმა და გართობის მოყვარულმა ბრენდმა, საახალწლოდ მომხმარებლებთან სასაუბროდ, ხალისიანი გზა შეარჩია და აუდიტორიას საახალწლო კამპანია მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ვიდეორგოლის ფორმატში წარუდგინა.
საახალწლოდ, მხიარული განწყობის შექმნასთან ერთად, ვიდეოკლიპის მთავარი მიზანი მინისოს სადღესასწაულო შეთავაზების, არაჩვეულებრივი სასაჩუქრე ყუთის გაცნობაა – მთელი დეკემბრის განმავლობაში, მინისოში 150 ლარის გადახდისას, თითოეული მომხმარებელი, მინისოს ნივთებით სავსე ყუთს საჩუქრად მიიღებს. სწორედ ამიტომ, ვიდეოკლიპში სიტუაცია მინისოს სასაჩუქრე ყუთში ვითარდება – იმის საილუსტრაციოდ, რომ მინისოს სასაჩუქრე ყუთებით ყველა ინტერესის ადამიანს დიდი მხიარულება ელის. ვიდეოკლიპის დასაწყისში, პერსონაჟი მინისოს ყუთს პოულობს და შეხებისთანავე, უცნაურ, მხიარულ სამყაროში აღმოჩნდება, სადაც დიდი დღესასწაულია, ყველა ცეკვავს და ზეიმობს.
„ადამიანების უმრავლესობას, წინასაახალწლოდ, განსხვავებული ინტერესების ადრესატების გრძელი სია და შეზღუდული ბიუჯეტი აქვს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ის, რაც საჩუქრების მაძიებლებს ყველაზე მეტად გაახარებთ, მხიარული ნივთებით სავსე, დამატებითი საჩუქარია. სწორედ ამიტომ, მთელი დეკემბრის განმავლობაში, ყოველ 150-ლარიან შენაძენზე, მომხმარებლებს არაჩვეულებრივი ნივთებით სავსე ყუთით დავასაჩუქრებთ“.
ასე რომ, თუ მინისოც გიყვარს, საჩუქრებიც და ვიდეოკლიპის ყურებისას წაიცეკვე კიდეც, დროა, საახალწლო შოპინგი დაიწყო და სასაჩუქრე ყუთებიც დაიტაცო – ახალი წელი უკვე აღარაა შორს.
ბრენდი: მინისო
კომერციული დირექტორი: მარიამ ჯანჯღავა
მარკეტინგის მენეჯერი: თინი ოქროპირიძე
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: პავლე გაბრიჭიძე
კრეატივ სტრატეგი/კოპირაიტერი: ელენე დანელია
არტ დირექტორი: ელენე დანელია, პავლე გაბრიჭიძე
ილუსტრატორი: ბაიკო ფირცხალაიშვილი
დიჯიტალ ლიდი: თემო კვინიკაძე
რეჟისორი: დიმა ჩხეიძე
ოპერატორი: რატი გოგატიშვილი
რეჟისორის ასისტენტი: სალომე ჯუღელი
პროდიუსერი: ზუკა ღარიბაშვილი, მარიამ ხოფერია
პროდაქშენ დიზაინი: Nisley Studio
სოფიო გულისაშვილი, ზურა კიკვაძე.
არტ დეპარტამენტი: დავით ღვინაშვილი, თამაზ ბოჭოიძე, შოთა ცაგარეიშვილი, გარიკ მარტიროსიანი, გიორგი აბრამია, დანიელ კიკვაძე, ლევან კიკილაშვილი, გური ჭვრიტიძე, მირზა ნოზაძე
რეკვიზიტორი: თათია გულისაშვილი
დიზაინერი: დავით გოგიჩაიშვილი
კოსტუმების მხატვარი: ელენე ბახტაძე
კოსტუმების მხატვრის ასისტენტი: დეიკო შავლაძე
ქასთინგის რეჟისორი: ნანუკა სიორიძე
ქასთინგის რეჟისორის ასისტენტი: ხვთისო სურმანიძე
ქორეოგრაფები: გიორგი ჯიბლაძე, თორნიკე ჯიბლაძე, დავიდ ლევინი
გრიმიორი : ნინუცა ჯინჭარაძე
თმის სტილისტი: ნანული მალაზონია, თამარ მამისაშვილი
ფოკუს ფულერი: საბა თეთრაძე
კამერა ტექნიკოსი: ხატია ხალვაში, ნინია ცაბაძე
რონინის ოპერატორი: ვახტანგ ჩაჩანიძე
რონინის ოპერატორის ასისტენტი: ირაკლი ბაიდარაშვილი
გაფერი: ცოტნე მარსაგიშვილი
განათება და გრიპი: გიორგი მარსაგიშვილი, გიორგი ლომიძე, ვაკო ლელუაშვილი, დავით სარგიშვილი, სანდრო გუჯაბიძე, ბიძინა ჩხაიძე.
კადრირების მხატვარი: ირაკლი თოიძე
კომპოზიტორი: ზურა მახნიაშვილი
ვოკალი: დავით ლომიძე
მუსიკის მასტერინგი: კობა კვაჭაძე
ხმის დიზაინი: Heima Production
CG: Highway VFX
ფერის კორექცია: UPP Prague, David Koubík
მსახიობები: სერგო გელაშვილი, მეთიუ ადამსი, ირაკლი თოდუა, ანასტასია ჩხეიძე, გიორგი შუბითიძე, სალომე მესხიშვილი, ანამარია ფოჩხუა, ანამარია ქორიძე, სანდრო ვაჩნაძე, ანა ვარძელაშვილი, ნათია ჩიკვილაძე, საბა ბაიდოშვილი, ნინი ელმეთაშვილი, გაგა კიკალეიშვილი, მარი ელმეთაშვილი, ნიცა იმნაძე, მარიამ კანდელაკი, ილია ღიბრაძე
[R]











