ხელოვნური ინტელექტი ჩვენთვის ნაცნობი პლატფორმებისგან განსხვავებულად მუშაობს, რეკომენდაციებს მანამდე ნანახი კონტენტის მიხედვით ვერ გვაწვდის, შესაბამისად, ვერც ჩვენს ინტერესებს ადგენს. ამიტომაც საჭიროა, მას თავი გავაცნოთ, მოვუყვეთ, რა მოგვწონს და რა, არა. შემდგომ კი ჩვენს კითხვებზე პასუხების გასაცემადაც მზად იქნება.
ეს პროცესი თქვენი საყვარელი კონტენტის გაზიარებით უნდა დაიწყოთ — AI ასისტენტს სულ მცირე 10-15 სათაური სჭირდება იმისათვის, რომ კარგი ინსაითები მოგაწოდოთ, 30-ზე მეტსაც თუ ეტყვით, კიდევ უკეთესი. თუმცა, ციფრებმა არ შეგაშინოთ და არც დაგეზაროთ, რადგან ქვემოთ გეტყვით, როგორ გააკეთოთ ეს სწრაფად:
- ფიზიკური წიგნები ან DVD — თქვენი წიგნების თაროს ფოტო გადაუღეთ, რომელშიც AI სათაურებს წაიკითხავს ან ჩამოწერეთ საყვარელი წიგნების სახელწოდებები ფურცელზე, რადგან AI ასისტენტი ხელნაწერსაც საოცრად კარგად კითხულობს.
- ციფრული წასაკითხი მოწყობილობები — Kindle-ის ბიბლიოთეკას მიმართეთ, Goodreads-ის წაკითხულების ჩანართს ან Libby-ის Timeline-ს, მოკლედ ნებისმიერ დოკუმენტს, რომელშიც თქვენი ფავორიტი წიგნები იქნება ასახული.
- სტრიმინგი — ისეთი აპლიკაციები, როგორებიცაა Likewise, Sofa, Listy, Listium, Letterboxd, Trakt და Reelgood, ფავორიტების სიის შედგენის საშუალებას მოგცემთ, რასაც შეგიძლიათ AI ასისტენტის მოსამზადებლად მიმართოთ.
- გამოიყენეთ თქვენი ხმა — თუ ზოგადად საუბარი რაღაცების გახსენებაში გეხმარებათ, გამოიყენეთ საუბრის რეჟიმი ChatGPT-ში, Claude-ში, Google-ის Gemini-ში ან Microsoft-ის CoPilot-ში. მოკლედ, მიეცით ხელოვნურ ინტელექტს ინტერვიუ თქვენი საყვარელი წიგნებისა თუ ფილმების შესახებ.
- დაასკანერეთ ჯილდოს მფლობელთა სია — თუ ვერ იხსენებთ, რომელია თქვენი ფავორიტი, ოსკაროსანი ფილმების სია შეამოწმეთ ან იმ წიგნების, რომლებმაც ჯილდოები მოიპოვა, ასე, შესაძლოა, გაგახსენდეთ, რომელია თქვენთვის საყვარელი.
ახლა კი AI-ის მუშაობის დრო დგება, მას ჩამონათვალი უნდა მიაწოდოთ გასაანალიზებლად, შემდეგ კი სთხოვეთ წიგნებისა თუ ფილმების აღმოჩენაში დაგეხმაროთ. ოღონდ ეცადეთ, სათქმელი რაც შეიძლება დეტალურად უთხრათ და მიაწოდოთ ინფორმაციები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ძირითადი თემა, ჟანრი, სტილი, ნარატივი, სტრუქტურა, პერსონაჟების ტიპები, ტონი და ემოციური მხარე.
და რომელი AI ხელსაწყო უნდა გამოიყენოთ ამისთვის?
ChatGPT 4o — მშვენიერი ვარიანტია, Google Docs-იდანაც მარტივად გააზიარებთ ფაილს და პირდაპირ PDF-ის დამატებაც შეგიძლიათ. ჩეტბოტი სიღრმისეულ ანალიზსა და რეკომენდაციებს შემოგთავაზებთ. თუმცა, ერთი შეზღუდვა აქვს, შეიძლება ის ავტორებიც შემოგთავაზოთ, რომლებზეც უთხარით, რომ არ გსურდათ…
Claude Pro — მიწოდებული სიის მიხედვით, წიგნების შესანიშნავ ჩამონათვალს შემოგთავაზებთ, ხარვეზებსაც დაადგენს და გამოსადეგ რეკომენდაციებსაც გაგიწევთ, რათა, მაგალითად, კონკრეტულ სფეროში მნიშვნელოვანი ყველა წიგნი წაკითხული გქონდეთ. შეზღუდვა მხოლოდ ის არის, რომ ზოგჯერ დიდ ფაილებს არ იღებს.
Gemini 2.0 Experimental Advanced — გუგლის უახლესი მოდელია, ხმოვანი პარტნიორი, რომელიც იდეალურად ასრულებს დავალებას. რაც შეეხება შეზღუდვას, დოკუმენტებს ვერ ატვირთავთ, ამ ეტაპზე Google Doc-ს კითხულობს მხოლოდ, თუმცა თუ მაინც ფაილის მიწოდება გენდომებათ, ამისთვის ან ზემოთ განხილულ მოდელებს, ან Gemini 1.5-ს, უნდა მიაკითხოთ.
როგორ ვესაუბროთ AI მოდელებს?
ახალი წიგნებისა თუ ფილმების პოვნა რომ გაგიმარტივდეთ:
- ჰკითხეთ ხელოვნურ ინტელექტს, ვინ წერს თქვენი ფავორიტი მწერლების მსგავსად განსხვავებულ ენებსა თუ კულტურებში?
- რომელი ავტორები, სათაურები, თემები ან ჟანრი აკლია თქვენს ჩამონათვალს?
- ჰკითხეთ, რომელმა მწერლებმა შთააგონეს თქვენთვის საყვარელ ავტორებს?
- სთხოვეთ, გაგიზიაროთ ის დოკუმენტები თუ ფილმები, რომლებიც თქვენი ფავორიტი წიგნების მსგავს მახასიათებლებს იზიარებს.
მსგავსი მიდგომა როგორც წიგნებისა და ფილმების, ისე მუსიკის, ხელოვნების, საკვებისა და სხვა ინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ, გამოიყენოთ. მთავარია, თავი კარგად გააცნოთ და თხოვნა დეტალურად ჩამოაყალიბოთ, დანარჩენს კი AI მიხედავს.